მესანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: წინაისტორ → წინარეისტორ using AWB
ხაზი 22:
{{პპო ბრძოლები}}
'''მესანის ბრძოლა''' — [[პირველი პუნიკური ომი]]ს პირველი ბრძოლა [[სიცილია|სიცილიის]] ქალაქ [[მესინა|მესანი]]სთვის.
==წინარეისტორია==
==წინაისტორია==
[[სირაკუზა|სირაკუზის]] ტირანის, [[აგათოკლე]]ს გარდაცვალების შემდეგ, მის სამსახურში მყოფი კამპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ [[იტალია]]ში, თუმცა ამის ნაცვლად, მათ თვალი დაადგეს სიცილიურ ქალაქ მესანას. კამპანიელებმა, რომლებიც მესანელებმა ქალაქში შეუშვეს, იქაურები დახოცეს და ქალაქს დაეპატრონნენ. იგივე ბედი ეწია [[მესინის სრუტე|მესინის სრუტის]] აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ [[რეგიუმი|რეგიუმს]]. რეგიუმის მოსახლეობამ, რომელთაც იტალიაში შემოჭრილი ეპიროსელი [[პიროსი ეპიროსელი|პიროსის]] ეშენოდათ, დაცვა და დახმარება [[რომის რესპუბლიკა|რომს]] სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი [[დეციუს იუბელიუს კამპანუსი]]ს მეთაურობით. გარნიზონი, რომელიც ასევე კამპანიელებისგან შედგებოდა, თავიანთი მესანელი თანამემამულეების მიბაძვითა და დახმარებით ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიუმის მოსახლეობა დაარბია. ძვ. წ. 271 წელს<ref>გოლდსვორთი, გვ.66</ref> აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარი გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ, ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.<ref>პოლიბიოსი - ისტორია, 1:7</ref>
 
ხაზი 34:
კართაგენის ფლოტი სიცილიის ჩრდილოეთ კიდესთან განლაგდა, ხოლო არმიამ ქალაქის ალყა დაიწყო. სიცილიაში რომაელთა ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში კართაგენის დახმარება სირიკუზამაც გადაწყვიტა. ჰიერონმა თავისი არმია კართაგენულ არმიასთან ახლოს დააბანაკა.{{ფაქტი}}
 
პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.<ref>[[ლუციუს ანეუს ფლორუსი|ფლორუსი]], XVIII, 2</ref> [[ზონარა]]ს და [[დიონი]]ს გადმოცემით, ამ ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, თუმცა ლეგიონერმა ქვეითებმა გაიმარჯვეს. მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც. ბრძოლას უფრო დეტალურად კვლავ ზონარა აღწერს. მისი თქმით, კართაგენელთა ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან - ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა თავდაპირველი შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ. კართაგენელები მტერს დაედევნენ, თუმცა რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესანადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.<ref name="Zonaras">< /ref>
 
უკანასკნელმა ვერსიამ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მესანის ალყა [[ძვ. წ. 263]] წლამდე გრძელდებოდა და ქალაქი შემდეგი წლის კონსულმა [[მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი|მანიუს ვალერიუს მაქსიმუსმა]] გაათავისუფლა. სავარაუდოდ მისი მეტსახელი მესალაც ამ წარმატებასთანაა დაკავშირებული.{{ფაქტი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესანის_ბრძოლა“-დან