გერმანისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: წინაისტორ → წინარეისტორ using AWB
ხაზი 1:
'''გერმანისტიკა''' ([[გერმანული ენა|გერმ.]] Germanistik) – ჰუმანიტარული, აკადემიური და სამეცნიერო დარგი, რომელიც დაკავებულია [[გერმანული ენა|გერმანული ენისა]] და [[გერმანული ლიტერატურა|გერმანულენოვანი ლიტერატურის]] აღწერითა და კვლევით მათი [[ისტორიული ენათმეცნიერება|ისტორიული]] და თანამედროვე ვლენის ფორმებში. გერმანისტიკა ახდენს ახალ-ახალ შემეცნებათა დოკუმენტირებას და გადასცემს ამ სფეროებში დაგროვილ ცოდნას.

: '''*''' რაკი [[გერმანულენოვანი სივრცე|გერმანულენოვან სივრცეში]] არსებულ [[ენა|ენობრივ]] მოცემულობათა და [[ლიტერატურა]]თა შესწავლა, ერთი მხრივ [[ენათმეცნიერება]]ს, ხოლო მეორე მხრივ [[ლიტერატურათმცოდნეობა]]ს უკავშირდება, ხშირად გერმანისტიკის შესწავლისა და კვლევის სფეროები ერთმანეთს ერწყმის.

გერმანისტიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში დიდი ტემპით ვითარდებოდა მსოფლიო მასშტაბითაც, ამის გამო [[1980]]-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანისტთა შორის მკვიდრდება ორი ცნება;

* [[შიდა გერმანისტიკა|შიდა გერმანისტიკა (Inlandsgermanistik)]],

* [[საზღვარგარეთის გერმანისტიკა|საზღვარგარეთული გერმანისტიკა (Auslandsgermanistik)]].

ფართო გაგებით გერმანისტიკა ამოცანად ისახავს [[გერმანიკული ენები]]სა და ლიტერატურების, კულტურების კვლევას და ამდენად იგი შეიძლება გამოიყენებოდეს კრებით სახელწოდებად საკუთრივ გერმანული ფილოლოგიისა, ინგლისური ფილოლოგიისა ([[ანგლისტიკა]]) და ჩრდილოური ფილოლოგიისათვის ([[სკანდინავისტიკა]]).

== გერმანისტიკის სამი ძირითადი დისციპლინა ==

თანამედროვე გერმანისტიკა იყოფა სამ ურთიერთმოსაზღვრე სპეციალურ ნაწილად;

* [[გერმანისტიკული ენათმეცნიერება]] (Germanistische Sprachwissenschaft)

* [[ახალი გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა]] (Germanistische Literaturwissenschaft)

* [[გერმანისტიკული მედიევისტიკა]] (Germanistische Mediävistik)

სამივე ეს ცნება გერმანულენოვანი ლიტერატურის მეცნიერულ დაკვირვებას და კვლევას უკავშირდება, რომელსაც სწავლობენ და ასწავლიან. უშუალოდ იმას კი, თუ რას აღნიშნავს ეს სამი ცნება, საკმაოდ დიდი წინაისტორიაწინარეისტორია აქვს, რომელიც სათავეს [[ჰუმანიზმი|ჰუმანიზმსა]] და [[ადრეული ახალი ხანა|ადრეულ ახალ ხანაში]] ([[XV საუკუნე]]) იღებს.

საბოლოო ჯამში გერმანისტიკა ერთი მხრივ [[გერმანული ენა|გერმანული ენითა]] და [[გერმანული ლიტერატურა|ლიტერატურით]], ხოლო მეორე მხრივ კი [[ფილოლოგია|ფილოლოგიითა]] და [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობითაა]] დაკავებული.

== გერმანისტიკა და ნაცია ==

გერმანისტიკა, იმ ფორმითა და შინაარსით, რომლითაც დღეს ვიცნობთ, [[XIX საუკუნე]]ში (განსაკუთრებით კი მის მეორე ნახევარში) ყალიბდებოდა. ეს ის დროა, როცა იწყება ლიტერატურულ-პოეტური, ლიტერატურულ-კრიტიკული და ფილოსოფიური დისკუსიები ენასა და ლიტერატურაზე, რითაც გერმანისტიკული საქმიანობის სხვადასხვა სფერო სამეცნიერო სახეს იმკვიდრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანისტიკის ცნების შემოსვლა-დამკვიდრება კულტურულსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თავდაპირველად გერმანისტიკა აღნიშნავდა [[მეცნიერება]]ს, რომელიც დაკავებული იყო გერმანული სამართლით, გერმანული კულტურით, საზოგადოდ გერმანულით. ის მოწოდებული იყო წვლილი შეეტანა გერმანელთა ნაციონალური სახელმწიფო წარმონაქმნის კონსოლიდირების საქმეში.

ისეთი ცნებები, როგორიცაა ნაციონალური ენა, ნაციონალური ლიტერატურა და ნაციონალური ფილოლოგია, მიუხედავად მათი დეფინიციური მრავალწახნაგოვნებისა, შეიძლება [[კორელაცია|კორელატიურ]] ცნებებად განვიხილოთ.

== თანამედროვე გერმანისტიკა ==

გერმანისტიკა დღეს უკვე აღარაა ნაციონალური მეცნიერება იმ აზრით, რომლითაც ის ჩაფიქრებული იყო მისი დაფუძნების ჟამს. იგი წარმოადგენს სამეცნიერო პროგრამატულ, საკლასიფიკაციო ცნებას და მთელ [[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვან სამყაროში]] ისტორიულად არსებულ ენაზე შექმნილი მასალის კვლევითაა დაკავებული. გერმანისტიკას [[ავსტრია]]ში, [[შვეიცარია]]ში, [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგში]], [[ლიხტენშტაინი|ლიხტენშტაინსა]] და [[ბელგია]]შიც გერმანისტიკა ჰქვია.

=== პარონიმია ტერმინოლოგიაში: გერმანისტიკული, თუ გერმანული ===

[[ქართული ენა|ქართულ ენაში]] გერმანისტიკის სამი მიმართულების ([[ენათმეცნიერება]], [[ლიტერატურათმცოდნეობა]], [[მედიევისტიკა]]) სახელდებად გამოიყენებენ სიტყვაფორმას 'გერმანისტიკულს' და არა 'გერმანულს' იმ მიზეზის გამო, რომ გერმანულენოვანი სივრცე მხოლოდ გერმანიით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, რახან არსებობს დღემდე საკმაოდ საკამათოდ ქცეული [[საზღვარგარეთის გერმანისტიკა|საზღვარგარეთული გერმანისტიკის]] ცნებაც, რომელიც პრინციპულად გულისხმობს გერმანიის [[სახელმწიფო]]ს საზღვრებს გარეთ (არამარტო ავსტრიის, შვეიცარიის...) არსებულ არაგერმანულ, მაგრამ გერმანული ენითა და ლიტერატურით დაკავებულ (უცხოურ) გერმანისტიკებს, ხოლო ცნებებით "გერმანული ენათმეცნიერება", "გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა", "გერმანული მედიევისტიკა" კი მხოლოდ [[გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა|გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე მოქმედი გერმანისტიკული სამეცნიერო დარგები გაიგება, ერიდებიან ამ ცნებათა (- Deutsche Sprachwissenschaft, Deutsche Literaturwissenschaft, Deutsche Mediävistik) გამოყენებას და ამბობენ "Germanistische Sprachwissenschaft", "Germanistische Literaturwissenschaft", "Germanistische Mediävistik".

მაშასადამე მართებული ფორმები არის გერმანისტიკული (და არა გერმანული) ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა და მედიევისტიკა.

== იხილეთ აგრეთვე ==

* [[შიდა გერმანისტიკა]]

== რესურსები ინტერნეტში ==

* {{ka}} [http://germstudien.osgf.ge/de/all_content_de.php?b_sec=germ გერმანისტიკული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალები]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერმანისტიკა“-დან