ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
ნარიყალას ციხის მთავარ შესავლელთან შემოინახა დიდი თლილი ქვებით ნაგები [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] კედლის ფრაგმენტი. აღმოსავლეთ კედელში ჩართულია [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] მრგვალი კოშკი აგურის წყობაში გამოყვანილი რომბებით.
 
[[1996]] წლის აპრილში თბილისის დედაციხეზე დაიწყო ძველ საძირკველზე წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძრის მშენებლობა. ახალ ნაგებობაში XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთებია ჩართული. დედაციხის ტაძარს გეგმით ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს, ნაშენია ქართული აგურით და დაკუთხული ქვებით. შენობა გარედან ღია ფერის ქვათლილებითაა შემოსილი და ჩუქურთმებითაა შემკული. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ტაძრის ახლოს დარჩენილია მეფის სასახლის პირველი სართული, რომლის აღდგენაა განსაზღვრული. რესტავრირებულია გალავანი, საიდუმლო გვირაბები, ციხე-კოშკები. [[1990]]-[[1997]] წლებში ძეგლზე განახლების პროექტსა და რეალიზაციაზე მუშაობდა ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე.
 
 
წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძარი იკურთხა [[1997]] წლის ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საზეიმო წირვა ჩაატარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა [[ილია II]]–მ.