ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია''' — [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია]] თბილისში, მდებარე [[ნარიყალა]]ს ციხეში.
 
თბილისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნარიყალაზე თავდაპირველად აშენდა [[XIII საუკუნე]]ში, წმინდა მეფე [[დემეტრე თავდადებული]]ს დროს. [[პლატონ იოსელიანი]]ც თვლის, რომ [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ეკლესიის]] პარალელურად აშენდა ნარიყალას ნიკოლოზის კარის ეკლესია. ციხის ეკლესია დატანილია [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მიერ შედგენილ [[ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები|1735 წლის გეგმაზე]] „მაღალს ციხეში არს ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლოზისა...“. [[საქართველოსსაქართველო რუსეთთანრუსეთის შეერთებაიმპერიის შემადგენლობაში|საქართველოს რუსეთთან შეერთების]] შემდეგ ნარიყალამ ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა და [[1818]] წელს გენერალმა [[ალექსი ერმოლოვი|ერმოლოვმა]] ტაძარი დენთის საწყობად აქცია. დენთის საწყობის მძლავრმა აფეთქებამ ეკლესია თითქმის საძირკვლამდე დაანგრია.
 
[[1966]] წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა თლილი ქვით შემოსილი და უხვად მოჩუქურთმებული ტაძრის ნაშთი. გაირკვა, რომ ეს ყოფილა „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესია საკურთხევლის მხრებსა და ორ მრგვალ ბურჯზე დამყარებული გუმბათით. შიგნით, აგურის ერთ სვეტზე შელესილობის ნაშთი და მოხატულობის კვალი აღმოჩნდა. ტაძარს ემ ჩნეოდაემჩნეოდა ძლიერი ცეცხლისა და აფეთქების კვალი.
 
ნარიყალას ციხის მთავარ შესავლელთან შემოინახა დიდი თლილი ქვებით ნაგები [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] კედლის ფრაგმენტი. აღმოსავლეთ კედელში ჩართულია [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] მრგვალი კოშკი აგურის წყობაში გამოყვანილი რომბებით.
 
[[1996]] წლის აპრილში თბილისის დედაციხეზე დაიწყო ძველ საძირკველზე წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძრის მშენებლობა. ახალ ნაგებობაში XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთებია ჩართული. დედაციხის ტაძარს გეგმით ოდნავ წაგრძელე ბულიწაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს, ნაშენია ქართული აგურით და დაკუთხული ქვებით. შენობა გარედან ღია ფერის ქვათლილებითაა შემოსილი და ჩუქურთმებითაა შემკული. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ტაძრის ახლოს დარჩენილია მეფის სასახლის პირველი სართული, რომლის აღდგენაა განსაზღვრული. რესტავრირებულია გალავანი, საიდუმლო გვირაბები, ციხე-კოშკები.
 
წმინდა ნიკოლოზის ახალი ტაძარი იკურთხა [[1997]] წლის ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საზეიმო წირვა ჩაატარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა [[ილია II]]–მ.