პეტრე ოცხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ვებ-საიტი → საიტი using AWB
ხაზი 20:
| მან გავლენა მოახდინა =
| ჯილდოები =
| ვებ-საიტი =
| ხელმოწერა =
}}
 
'''პეტრე გრიგოლის ძე ოცხელი''' (დ. [[25 სექტემბერი]]/[[8 ოქტომბერი]], [[1907]], [[ქუთაისი]] — გ. [[2 დეკემბერი]], [[1937]]) — [[ქართველი]] თეატრის მხატვარი.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] იყო პეტრეს ბიძა.
 
1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.<ref name="kult">[http://www.culture.gov.ge/News/1907-წლის-8-ოქტომბერს-დაიბადა-პეტრე-ოცხელი.aspx 1907 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა პეტრე ოცხელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 7 ოქტომბერი 2014]</ref>
ხაზი 37:
1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა გადაეყვანა ოჯახი ქუთაისში, სადაც მას ახლო ნათესავები ჰყავდა და საკუთარი სახლი ჰქონდა. ამაზე მცირე ხნით ადრე მეუღლე გარდაეცვალა და ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე უფროს დას ნინოს დააწვა<ref name="kult" />.
 
[[1920]]-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. [[1927]]-[[1928]] წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1927]] ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა [[ანატოლი ლუნაჩარსკი]]ს „ცეცხლის გამჩაღებლები“. [[1928]] წლის [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა [[შალვა დადიანი]]ს „[[კაკალ გულში]]“ ([[1928]]) და [[კარლ გუცკოვი]]ს „[[ურიელ აკოსტა]]“ ([[1929]]).
 
[[1930]]-იან წლებში ოცხელმა ქუთაისის დრამის ტეატრში გააფორმა [[პერსი ბიშ შელი]]ს „ბეატრიჩე ჩენჩი“ ([[1930]]), [[ნიკოლოზ პოგოდინი]]ს „ფოლადის პოემა“ ([[1931]]), [[კარლო კალაძე|კარლო კალაძის]] „ხატიჯე“ ([[1930]]), [[გერცელ ბააზოვი]]ს „[[მუნჯები ალაპარაკდნენ]]“ ([[1932]]), [[უილიამ შექსპირი]]ს „ოტელო“ ([[1933]]).
 
[[1931]] წელს კოტე მარჯანიშვილმა [[მოსკოვის]] კორშის თეატრში დადგა [[ჰენრიკ იბსენი]]ს „[[მშენებელი სოლნესი]]“. სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა ოცხელი მიიწვია. სპექტაკლის მხატვრობას უდიდესი წარმატება ხვდა. [[1936]]-[[1937]] ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში გააფორმა [[ფრიდრიხ შილერი]]ს „[[ვერაგობა და სიყვარული]]“ და [[ვიქტორ გუსევი]]ს „დიდება“, ამავე თეატრის ფილიალში — [[ლოპე დე ვეგა]]ს „[[ცხვრის წყარო]]“.
 
[[1939]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]], თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. [[1937]] [[კონსტანტინე სტანისლავსკი]]ს მიერ მოწყობილ [[ჯუზეპე ვერდი]]ს „[[რიგოლეტო]]ს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მხატვარმა თეატრში მხოლოდ ცხრა სეზონის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.
ხაზი 74:
 
{{DEFAULTSORT:ოცხელი, პეტრე}}
[[კატეგორია: ქართველი მხატვრები]]
 
[[კატეგორია: ქართველი მხატვრები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
[[კატეგორია:დაბადებული 1907]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:ქუთაისში დაბადებულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ოცხელი“-დან