ოსკარ შმერლინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ვებ-საიტი → საიტი using AWB
ხაზი 20:
| მან გავლენა მოახდინა =
| ჯილდოები =
| ვებ-საიტი =
| ხელმოწერა =
}}
'''ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი''' (დ. [[1 ივლისი]]/[[13 ივლისი]], [[1863]], [[თბილისი]], ― გ. [[2 იანვარი]], [[1938]], [[თბილისი]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] წარმოშობის [[ქართველები|ქართველი]] [[ფერწერა|ფერმწერი]] და [[გრაფიკა|გრაფიკოსი]].
 
== ბიოგრაფია ==
სწავლობდა [[პეტერბურგი]]ს სამხატვრო აკადემიაში ([[1884]] წლიდან), [[მიუნხენი| მიუნხენში]] ([[1891]]-1892). [[1893]] წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი ([[1902]]-[[1918]]). [[1921]] წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. [[1901]] წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „[[ცნობის ფურცელი|ცნობის ფურცლის]]“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „[[ტარტაროზი]]“, „შურდული“, „[[ბზიკი (ჟურნალი)|ბზიკი]]“, „ეშმაკის მხარე“, „[[სოფლის ალიაქოთი]]“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში.<ref name="ქსე" /><ref name="sputnik" />
 
1922 წელს სასწავლებლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობდა. მისი მოწაფეები იყვნენ: [[ლადო გუდიაშვილი]], [[ქეთევან მაღალაშვილი]], [[ალექსანდრე ციმაკურიძე]], [[მიხეილ ჭიაურელი]].<ref name="sputnik" />
 
იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს.<ref name="ქსე">{{ქსე|11|13|კარბელაშვილი მ.|არა}}</ref> დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის ([[იაკობ გოგებაშვილი]]ს „[[დედა ენა|დედა ენა]]“, გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; „[[თავდადებულნი ქართველნი|თავდადებულნი ქართველნი]]“, [[1895]]; „[[იავნანამ რა ჰქმნა]]“, [[1904]]; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, [[1905]] და სხვა).<ref name="ქსე" />
 
[[1930]]-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი („მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“, კერძო კუთვნილება) და სხვა. [[შალვა დადიანი|შალვა დადიანმა]], [[სანდრო შანშიაშვილი|სანდრო შანშიაშვილმა]], [[იოსებ გრიშაშვილი|იოსებ გრიშაშვილმა]] დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს. ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. 1933 წელს აღინიშნა ოსკარ შმერლინგის მოღვაწეობის 40 წლისთავი.<ref name="sputnik">[http://sputnik-georgia.com/actual/20151006/228687393.html ქართულ პოლიტიკურ კარიკატურას სწორედ ოსკარ შმერლინგმა ჩაუყარა საფუძველი]</ref>
 
{{commonscat|Oskar Shmerling}}
ხაზი 40:
 
{{DEFAULTSORT:შმერლინგი, ოსკარ}}
 
[[კატეგორია:გერმანელი მხატვრები]]
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1863]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1938]]