საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე''' — [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] მეთაურის მიერ მღვდელმთავართაგან გამორჩეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეში არ არის გამორჩეული და ცნობილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანესარაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულგაფართოვებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
წმიდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 პატრიარქობის კანდიდატს.
წმიდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, მათ შორის მოსაყდრესაც, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
 
ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი [[შიო (მუჯირი)]], რომელიც თანამდებობას იკავებსდადგენილია [[2017]] წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი [[ილია II]]-ის მიერ.
 
=== მოსაყდრეები ===