თორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
ხაზი 30:
 
[[ჟამთააღმწერელი]]ს ცნობით XIII საუკუნის 80-იან წლებში [[ბექა I|სამცხის მმართველ ბექა I ჯაყელს]] {{ციტატა|აქუნდა ტაშისკარითგან ვიდრე [[სპერი (მხარე)|სპერამდე]] და ვიდრე [[შავი ზღვა|შავ ზღუამდე]]. [[სამცხე]], [[აჭარა]], [[შავშეთი]], [[კლარჯეთი]], [[ნიგალისხევი]], [[ჭანეთი]]… ამასვე აქუნდა უმრავლესი [[ტაო]], [[არტაანის პროვინცია|არტანი]], [[კოლა]], [[კარნიფორი]] და [[ყარსი|კარი]]<ref>[[ქართლის ცხოვრება]], [[სიმონ ყაუხჩიშვილი]]ს რედაქციით, 1955წ., I, გვ. 304</ref>}}
ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ [[ბექა I |ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი — [[სამცხე]] ისევ [[ტაშისკარი]]დან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ [[ბექა I|ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს [[თორ-ჯავახეთი]] არ აქვს დასახელებული. [[ჟამთააღმწერელი]] [[ბექა I|ბექა ჯაყელი]]ს თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს: {{ციტატა|და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი. <ref>[[ქართლის ცხოვრება]], [[სიმონ ყაუხჩიშვილი]]ს რედაქციით, 1955წ., II, გვ. 312</ref>}}
ამ ცნობით [[ბექა I|ბექა ჯაყელი]]ს სამფლობელო [[ტაშისკარი]]დან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ [[თმოგვი|თმოგველთა]] და თორელთა საპატრონოები [[ბექა I|ბექა ჯაყელი]]ს „''ქუეშე დაწესებულ''“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, [[თმოგვი|თმოგველნი]] და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები.
როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი [[ბორჯომის ხეობა]] XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა — ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა — თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი „''[[მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს]]''“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისათვისდროისთვის უჭირავთ ის საპატრონონი. [[ბორჯომის ხეობა]] ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის — [[სამძივრები]]ს და [[ბუმბულის ძე|ბუმბულის ძეთა]] შორის. დოკუმენტში აღნიშნულია: {{ციტატა|[[სამძივარი]] მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და [[სლესა]]რთა აქუს.<ref>[[ქრისტინე შარაშიძე|შარაშიძე ქრ]]., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961წ. გვ. 33</ref>}}
 
==ლიტერატურა==
ხაზი 46:
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თორი“-დან