აბდულმესიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎top: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
(→‎top: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB)
"აბდულმესია" თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (აბდ ალ-მესიჰ, არაბულად - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ [[დავით რექტორი|დავით რექტორს]], პ. იოსელიანსა და სხვებს. მას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც - "[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]" ბიბლიოგრაფიული სტროფი [(უქია) "აბდულმესია - შავთელსა..."].
 
აბდულმესიანი საკარო პოეზიის ტიპობრივი ნიმუშია, რომელშიც შექებულია მეფე-პატრონთა ქველი საქმეები. "აბდულმესიანში" გატარებულია იმ დროისათვისდროისთვის პროგრესული იდეა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, რომელსაც წარმართავს ღვთით დადგენილი თვითმპყრობელი მეფე. ღრმა ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად თხზულების მსოფლმხედველობრივი საფუძველია აღიარება ძლიერი ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული მისია - ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცება ეკისრებოდა. თავისი მესიანისტური კინცეფციით "აბდულმესიანი" ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს. მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თამარისავე ეპოქის საისტორიო თხზულებებში.
 
ხოტბები დაწერილია ამაღლებული, მწიგნობრული სტილით. ავტორი ამჟღავნებს ფართო და ღრმა განსწავლულობას.