მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|კონფლიქტი=[[მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა]]
|ნაწილი= [[ჯვაროსნული ლაშქრობები]]ს
|სურათი=
ხაზი 34:
მიუხედავად იმისა, რომ [[წმინდა რომის იმპერია|წმინდა რომის იმპერიის]] მმართველი [[ფრიდრიხ II (პრუსია)|ფრიდრიხ II]] არ მონაწილეობდა ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე [[ჯონ უმიწაწყლო]] გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. [[1217]] წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც იკისრეს უნგრეთის მეფემ [[ანდრაშ II]]-მ, ავსტრიის ჰერცოგმა [[ლეოპოლდ VI]]-მ და მერანის ჰერცოგმა [[ოტონ I]]-მა.
 
საომარი ოპერაციები დუნედ მიმდინარეობდა და [[1218]] წელს მეფე ანდრაშ II სამშობლოში დაბრუნდა. მალე, წმინდა მიწაზე ჩავიდა ჯვაროსნების ახალი ნაკადი ჰოლანდიის გრაფის ვილჰელმ I-ის მეთაურობით. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ [[ეგვიპტე]]ს, რომელიც იმ დროისათვისდროისთვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა წინა აზიაში.
 
ალ-ადილის ძემ - ალ-კამილმა (ალ ადილი გარდაიცვალა 1218 წელს) ჯვაროსნებს ძალზედ მომგებიანი ზავი შესთავაზა: ის თვით [[იერუსალიმი]]ს დაბრუნებაზე დათანხმდა, თუმცა ეს წინადადება ჯვაროსნების მხრიდან უარყოფილი იქნა. [[1218]] წლის ნოემბერში ერთწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი [[დუმიატი]]. ჯვაროსნების ნაწილი პაპის ლეგატის პელაგიას მოწოდებით დაიძრა მანსურისაკან, თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნებმა [[1221]] წელს ალ-კამილთან ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც მიიღეს თავისუფალი უკან დახევის გარანტია, თუმცა ვალდებულება აიღეს გაეთავისუფლებინათ დუმიატი და სრულად ეგვიპტე.