ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ჰერაკლეოპოლიტური პერიოდი და თებეს აღზევება: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
ხაზი 6:
 
==ჰერაკლეოპოლიტური პერიოდი და თებეს აღზევება==
ეს პერიოდი მოიცავს IX-X დინასტიებს. დაახლოებით ძვ.წ 2242 წელს ტახტს იპყრობს ვინმე [[ახტოი]], [[ზემო ეგვიპტე|ზემო ეგვიპტის]] მეოცე ნომის ნომარქი [[ჰერაკლეოპოლისიდან]] ([[ეგვიპტური ენა|ეგვ]]. ნენ–ნი–სუტ). შუა ეგვიპტის ნომარქებთან ბრძოლების შედეგად მან მემფისის რაიონს შუა ეგვიპტის ტერიტორია შემოუერთა. ახტოის და მის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ დაახლოებით ძვ.წ 2242–2052 წლებში. ჰერაკლეოპოლისის მეფეების დროს მოხდა [[ნილოსის დელტა|ნილოსის დელტიდან]] სინაის ტომების განდევნა. სამხრეთ ეგვიპტეში ამ პერიოდში თანდათან აღზევდა [[თებე (ეგვიპტე)|თებეს]] ნომარქების ოჯახი, რომლებმაც სამხრეთ ეგვიპტის დანარჩენი ნომები დაიმორჩილეს. ჰერაკლეოპოლისელ ნომარქებსა და თებეს მეფეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობაა, რაც, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ თებეს ნომარქები სამხრეთის დამორჩილებით იყვნენ დაკავებული. მაგრამ მთელი სამხრეთის დაპყრობის შემდეგ თებელებმა იარაღი უკვე ჰელიოპოლისისკენ მოაბრუნეს. ამ დროისათვისდროისთვის სამხრეთის ტახტზე ადის ენერგიული ნომარქი (მომავალი [[მენტუხეტეპ II]]), რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრო ჰერაკლეოპოლისის სამეფოს ქალაქები.
 
VII-X დინასტიების დროს თებეს მართავდნენ ნომარქები, რომლებიც ერთი და იგივე საგვარეულო სახელს–[[ინტეფი|ინტეფს]]–ატარებდნენ. პირველი ინტეფების წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ჰერაკლეოპოლისელთა დინასტიის მეფეებს. დღეს ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ როგორ მოხდა მათი ძალაუფლების გავრცელება, მაგრამ დაახლოებით [[ძვ. წ. 2134]] წელს ერთ–ერთმა ინტეფმა თავი უკვე „ზემო და ქვემო ეგვიპტის მეუფედ“ გამოაცხადა. მართალია, ვერც მან და ვერც მისმა შემდეგმა სამმა მემკვიდრემ ვერ მოახერხეს ჰერაკლეოპოლისის მეფეების საბოლოო დამარცხება, მაგრამ შემდგომმა ეგვიპტურმა ტრადიციამ იგი მაინც აღიარა XI დინასტიის დამაარსებლად. ამ დინასტიის მეხუთე წარმომადგენელმა მენტუხეტეპ II ერთიმეორის მიყოლებით აიღო ჩრდილოეთის რამდენიმე ქალაქი და დაახლოებით ძვ.წ 2052 წელს დაიპყრო თვით ჰერაკლეოპოლისიც. ამგვარად, თებეს ნომარქების შთამომავალმა მთელი ეგვიპტის გაერთიანება მოახერხა. ჰერაკლეოპოლისელები კიდევ რამდენიმე წელიწადს ებრძოდნენ მენტუხეტეპს, მაგრამ ამაოდ. მისი ხანგრძლივი მეფობის (51 წელიწადი) შუახანს ეგვიპტის გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მეტუხეტეპმა მიიღო [[ჰორი]]ს ახალი სახელი– სემა–ტაუი (ორი ქვეყნის გამაერთიანებელი). ქვეყნის გამაერთიანებლად აღიარა იგი ეგვიპტურმა ტრადიციამაც. ერთ–ერთი ტაძრის კედელზე სამი ფარაონი–[[მენესი]], [[მენტუხეტეპი]] და [[იაჰმესი]] (XVIII დინასტია)– მოიხსენიება როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. მენტუხეტეპის მეფობით იწყება ეგვიპტის ისტორიის ახალი ეტაპი–მისი ხელმეორედ გაერთიანების პერიოდი, ანუ ე.წ. [[შუა სამეფოს ხანა]].