რომა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎საპრეზიდენტო ისტორია: clean up, replaced: გახლდნენ → იყვნენ using AWB
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის (5) using AWB
ხაზი 33:
 
== ისტორია ==
AS. Roma დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისათვისდროისთვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციო. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში წავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა. პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისათვისდროისთვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ვოლკი.
 
=== პირველი გამარჯვება და პირველი მარცხი ===
პირველი დაღმასვლისა და წამყვანი ფეხბურთელების გუნდიდან წასვლის შემდეგ რომამ დაიმატა არგენტინელი ბომბარდირი ენრიკე გუაიტა. ლუიჯი ბარბესინიოს პრეზიდენტობისას რომაული კლუბი ახლოს იყო პირველ ტიტულთან 1935-36 წლების სეზონზე; იგი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ ბოლონიას.
 
1930 წლის ბოლოს უსახურად ჩატარებული თამაშების შემდეგ რომა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. 1941-42 წლის სეზონზე რომამ ყველას მოულოდნელად თავისი საწადელი აისრულა და პირველ სკუდეტოს დაეუფლა. ამადეო ამადეის მიერ მეთვრამეტე გატანილი გოლი აუცილებელი იყო ალფრედ შაფიორისთვის, რომელიც იმ დროს რომას წვრთნიდა. ამ დროისათვისდროისთვის იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება. ამიტომაც რომა თამაშობდა სტადიონზე სახელად Stadio del Partito Nazionale Fascista
 
ომის შემდეგ წლებში რომამ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. რომა მომდევნო ხუთი სეზონი ცხრილის დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდა, სანამ სერია B-ში არ ჩამოქვეითდა 1950-51 წლების სეზონისათვის. სერია B-დან კლუბი ჯუზეპე ვიანიმ ამოიყვანა.
 
სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რომა სტაბილურად ხვდებოდა ცხრილი ზედა საფეხურებზე. კლუბში იმ დროისათვისდროისთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ეგისტო პანდოლფინი, დინო და კოსტა და დანიელი განაპირა მცველი ჰელგო ბრონიე. ამ შემადგენლობის საუკეთესო მიღწევა ის იყო, რომ 1954-55 წლების სეზონზე, ინგლისელი იესე კარვერის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც უდინეზე კორუპციის გამო სერია ბეში დააქვეითეს. მომდევნო 4 ათწლეულის განმავლობაში რომამ ვერ შეაღწია ტოპ ოთხეულში. თუმცა, გუნდს წარმატებები ჰქონდა თასზე. მათი პირველი ტიტული ქვეყნის გარეთ იყო საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც მათ 1961-62 წლების სეზონზე მოიპოვეს. რომამ ფინალში დაამარცხა [[ბირმინგემ სიტი]] ანგარიშით 4-2. რამდენიმე წლის შემდეგ რომამ პირველად მოიგო კოპა იტალია. 1963-64 წლების სეზონზე რომამ დაამარცხა ტორინო მინიმალური ანგარიშით, 1-0.
 
1964-65 წლების სეზონის შემდეგ კლუბის მენეჯერმა ხუან კარლოს ლორენცომ განაცხადა, რომ კლუბს არ შეეძლო ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდა. გულშემატკივრებმა გადაარჩინეს კლუბი, რომლებმაც შეაგროვეს საკმარისი თანხა კლუბის არსებობის გასაგრძლებელად. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი ფრანკო ევანგელისტი.
ხაზი 60:
[[ფაილი:curva sud roma campione.jpg|thumb|right|275px|17 ივნისი, 2001 - რომა-პარმა 3-1: რომამ სკუდეტო მესამედ მოიგო. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან.]]
 
რომა ჩვეულ ფორმას 2000 წლისათვის დაუბრუნდა. ათწლეული რომამ გამარჯვებით დაიწყო, გახდა რა იტალიის ჩემპიონი და დაეუფლა სკუდეტოს მესამედ სერია A-ს 2000-01 წლების სეზონზე. ჩემპიონობა მათ ბოლო ტურში მოიპოვეს პარმას 3-1 დამარცხებით. რომამ იუვენტუსს ორი ქულით გაუსწრო. კლუბის კაპიტანმა, [[ფრანჩესკო ტოტი]]მ განაპირობა რომას გამარჯვება. იგი გახდა კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მან დაამხო რამდენიმე რეკორდი. სხვა გამორჩეული ფეხბურთელები იმ დროისათვისდროისთვის იყვნენ: ალდაირი, კაფუ, [[გაბრიელ ბატისტუტა]] და ვინჩენცო მონტელა.
[[ფაილი:Coppa Italia 2008 premiazione.jpg|thumb|left|[[ფრანჩესკო ტოტი]], კლუბის კაპიტანი, იტალიის თასით ხელში]]
კლუბმა ვერ შეძლო მომავალ წელს ტიტულის დაცვა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ იუვენტუსმა რომაელებს მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრეს. ამის შემდეგ რომა ბევრჯერ გასულა მეორე ადგილზე როგორც სერია A-ში, ისევე იტალიის თასზე. 2002-03 წლების კოპა იტალიის თასის ფინალში რომა დამარცხდა [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანთან]] ანგარიშით 4-2 და ასევე მომდევნო წელს სწორედ მილანმა გაუსწრო რომას და დაიკავა პირველი ადგილი