იაკობინელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
[[ფაილი:Robespierre.jpg|thumb|right|200px|[[რობესპიერი]]]]
'''იაკობინელები''' ({{lang-fr|jacobins}}) — პოლიტიკური კლუბი [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|საფრანგეთის დიდი რევოლუციის]] პერიოდში. მათ ეს სახელი ეწოდათ იმის გამო, რომ თავიანთი პირველი სხდომა ჩაატარეს წმინდა იაკობის (ფრანგულად "ჟაკობის") მონასტერში). [[1793]] წელს მეფე [[ლუი XVI (საფრანგეთი)|ლუი XVI-ის]] სიკვდილით დასჯის შემდეგ ისინი [[რობესპიერი]]ს მეთაურობით ხელისუფლების სათავეში მოექცნენ და დაიწყეს "დიდი ტერორი". იმავე წლის სექტემბერში იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი "არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ", რომელიც ადგენდა საეჭვო პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. მათ დასმენა "რევოლუციურ სიქველედ" გამოაცხადეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული [[ჟირონდისტები]]. [[1793]] წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ათასი პირი, [[1794]] წლის ზაფხულამდე კი მთელი ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი. "დიდი ტერორის" მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო. [[1794]] წლის თებერვალ–მარტში მათ მიერ მიღებული კანონები (ვანტოზის დეკრეტები) "რევოლუციის მტრების" ქინების კონფისკაციასა და მის ღარიბთა შორის დანაწილებას მოითხოვდა.
 
[[1794]] წლისთვის რობესპიერისა და მისი უახლოესი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან – ებერტის გარშემო გაერთიანებულმა "ულტრარევოლუციონერ" იაკობინელთა ჯგუფმა, ისე მარჯვნიდან – [[ჟაკ დანტონი|დანტონმა]] და მისმა თანამოაზრე "ზომიერებმა". ებერტისტები დიქტატურისა და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ, დანტონისტები კი პირიქით, რობესპიერის პოლიტიკის შერბილებისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაკობინელები“-დან