ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(212.58.121.101-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 5.133.161.51-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
== ძველი ეგვიპტის მართვა ==
[[ფაილი:Cairo, Gizeh, Sphinx and Pyramid of Khufu, Egypt, Oct 2004.jpg|მინი|[[დიდი სფინქსი]]]]
ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ეს უკანასკნელი–ერთიანი [[ეგვიპტის საირიგაციო სისტემა|საირიგაციო სისტემის]] მწყობრ მუშაობაზე, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა [[ნილოსი|ნილოსის]] წყლის მიწოდება ყანებისა და საძოვრებისათვის ვარგისი მიწებისთვის. ძველი სამეფოს დროს დასრულდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა. თითოეულ [[ნომი|ნომს]] ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა მის ტერიტორიაზე განლაგებული საირიგაციო ქსელის არხები და ყოველწლიურად ჩაებარებინა სამეფო ბეღლისათვის მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობა. ადრეული დინასტიის პერიოდის ეგვიპტეში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფარაონი თვითონ ატარებდა მოსავლის ინსპექციას. ამ პროცედურას [[ხორის გაცილება]] ეწოდებოდა. [[ეგვიპტის IIIმესამე დინასტია|III დინასტიიდან]] ხორის გაცილება უკვე ყოველწლიური გადასახადების აღწერად იქცა, რომელსაც ადგილზე ატარებდა სათანადო მოხელე ნომის მმართველის მეთვალყურეობით.
 
ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რეგულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძირითადად [[ლიბანი|ლიბანსა]] და [[ბიბლოსი|ბიბლოსში]] ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონდათ მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.
 
== IV დინასტიის ეგვიპტე ==
[[ფაილი:Khufu CEM.jpg|მინი|[[ხეოფსი]]]]
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველაზე ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–[[ხეფრენი|ხეფრენის]] (ეგვ. ხაფრა), [[მიკერინი|მიკერინის]] (მენკაურა), და [[ხეოფსი|ხეოფსის]] (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პიროვნებების შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს [[სინაის ნახევარკუნძული|სინაის]] მაღაროებს, საიდანაც მოედინება [[სპილენძი]] და [[ფირუზი]]. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, [[ნუბია|ნუბიაში]], რომელიც აგრეთვე მრავალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.
 
== V დინასტიის ეგვიპტე ==
V დინასტიის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ე. წ. [[ვესტკარის პაპირუსი]], რომელიც შუა სამეფოს ხანით თარიღდება. აქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, ფარაონ ხეოფსს მისი დროის ყველაზე ცნობილმა ბრძენმა მოუთხრო, რომ მზის ღმერთის, [[რა|რას]] ერთ–ერთი ქურუმის მეუღლე გააჩენს მზის ღვთაებისაგან სამ ტყუპს, რომელთაგან ერთ–ერთი ფარაონი გახდება. აღელვებულ ფარაონს ბრძენი დაამშვიდებს:„შენ წყნარად დაასრულებ მეფობას. შემდეგ ტახტზე ავა შენი შვილი, შემდეგ მისი შვილი, ხოლო შემდეგ მისი ტყუპისცალი“.სავარაუდოა, რომ IV–V დინასტიებს შორის დინასტიური ცვლილება უზურპაციის გზით არ მომხდარა.
 
V დინასტიის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ე.წ. [[ვესტკარის პაპირუსი]], რომელიც შუა სამეფოს ხანით თარიღდება. აქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, ფარაონ ხეოფსს მისი დროის ყველაზე ცნობილმა ბრძენმა მოუთხრო, რომ მზის ღმერთის, [[რა|რას]] ერთ–ერთი ქურუმის მეუღლე გააჩენს მზის ღვთაებისაგან სამ ტყუპს, რომელთაგან ერთ–ერთი ფარაონი გახდება. აღელვებულ ფარაონს ბრძენი დაამშვიდებს:„შენ წყნარად დაასრულებ მეფობას. შემდეგ ტახტზე ავა შენი შვილი, შემდეგ მისი შვილი, ხოლო შემდეგ მისი ტყუპისცალი“.სავარაუდოა, რომ IV–V დინასტიებს შორის დინასტიური ცვლილება უზურპაციის გზით არ მომხდარა.
 
V დინასტიის დროს ხდება რას კულტის აღზევება. V დინასტიის პირამიდები მცირდება ზომაში, მაგრამ ისინი აგებენ ობელისკის ფორმის საკულტო ნაგებობებს, რომლებსაც რას უძღვნიან–ტრადიცია, რომელიც ქრება შემდეგი დინასტიიდან. ამავე დინასტიიდან ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება „რას შვილი“. ამიერიდან ეგვიპტის ფარაონი ხდება „ხორი, რას შვილი“, ხოლო რა იმკვიდრებს ცენტრალურ ადგილს ეგვიპტის პანთეონში.
 
რელიგიური ცვლილებების გარდა, შეიმჩნევა ცვლილებები ყოვედღიურ ცხოვრებაშიც. V დინასტიიდან უმაღლესი თანამდებობები ხშირად უკავიათ არასამეფო წარმოშობის პირებსაც. თუ IV დინასტიის დროს უზენაესი ნების მატარებელი ფარაონი იყო, თანდათან ძალაუფლებას მოხელეების უმაღლესი ფენა იგდებს ხელში. ძველი თანამდებობები, რომლებიც არისტოკრატიას ეკავა, კარგავს საერო ხასიათს და ძირითადად რელიგიური ხასიათისა ხდება.
 
== VI დინასტიის ეგვიპტე ==
[[ფაილი:Imhotep-Louvre.JPG|მინი|[[იმჰოტეპი]], ძველი პერიოდის ხუროთმოძღვარი. ([[ლუვრი]])]]
VI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო [[პეპი II]], რომელიც ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და 94 წელიწადს იმეფა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მისი მეფობის პირველი ნახევრის წარწერები შემოინახა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის. ფარაონის ძალაუფლება უკვე შერყეულია. განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები თავიანთ ნომებში პირველობასა და ბატონობას ჩემობენ. ამ პერიოდის მდგომარეობა კარგად არის აღწერილი ერთ–ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის [[ანხტიფის]] სამარხის წარწერებში: ქვეყანაში დიდგვაროვანი ნომარქები ბატონობენ; ფარაონის მიწებზე მომუშავე გლეხებმა დაიტაცეს მიწების უმრავლესობა და აღარ უნდათ მორჩილება: ეტყობა, მწყობრიდან გამოვიდა საირიგაციო სისტემა, რადგან ქვეყანაში დაიწყო შიმშილი. მხოლოდ ზოგიერთი დიდი ტაძრის მეურნეობა ინარჩუნებს წესრიგს. თუმცა თავად ანხტიფი ჯერ კიდევ პატივისცემით იხსენიებს ფარაონს. პეპი II-ის შემდეგ [[ტორინოს პაპირუსი]] ასახელებს .
 
რამდენიმე ეფემერული ფარაონის სახელს, რომლებიც საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. პეპი II-ს მეფობასთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ეპოქა, რომელმაც ხუთ საუკუნეს გასტანა. პეპი II-ის სიკვდილდან 5–6 წლის შემდეგ ქვეყანა დაიშალა ცალკეულ სამთავროებად.
 
== ლიტერატურა ==
* ძველი აღმოსავლეთის ისტორია,(გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988
* Jaromir Malek, ''In the Shadow of the Pyramids: Egypt During the Old Kingdom'', University of Oklahoma Press, 1986. ISBN 0-8061-2027-4
* ''Egyptian Art in the Age of the Pyramids'', New York, Metropolitan Museum of Art, 1999. ISBN 0-87099-906-0
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.bbc.co.uk/history/ancient/egyptians/apocalypse_egypt_01.shtml The Fall of the Egyptian Old Kingdom] from BBC History
* [http://www.on-the-matrix.com/mideast/OldKingdom.asp Middle East on The Matrix: Egypt, The Old Kingdom] — Photographs of many of the historic sites dating from the Old Kingdom
* [http://www.aldokkan.com/egypt/old_kingdom.htm Old Kingdom of Egypt- Aldokkan]
 
{{ძველი ეგვიპტის თემები}}