ანატომია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
 
მეცნიერება ანატომიის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ნათიშვილმა. მან დააარსა ანატომიის კათედრები თსუ სამკურნალო ფაკულტეტზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფიზკულტურისა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში. უხელმძღვანელა ქართული ანატომიის ტერმინოლოგიის დამუშავებისა და გამოცემის საქმეს და ადწერა ანატომიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები. 1946 წელს მეცნიერებათა აკადემიასთან მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი.
 
ქართველ ანატომთა შრომების დიდი ნაწილი ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებას (ა. ნათიშვილი, ზ. მაისურაძე, ვ. ცეცხლაძე) და საჭმლის მომნელებელი ორგანოების გარდაქმნას ექსპერიმენტის შედეგად (ა. ნათიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე, ვ. აბაშიძე). შესწავლილია ორგანოებისა და სისტემების ფორმის უკიდურესი ცვალებადობა (დ. იოსელიანი, ნ. დემეტრაძე, მ. სრესელი, მ. ტატიშვილი, შ. თოიძე, ვ. ქურდოვანიძე, ს. კახიანი, შ. ქევანიშვილი), ზურგის ტვინის ნერვული წნულები, სიმპათიკური წველი და მათი ურთიერთკავშირების ფორმირება ონტოფილოგენეზში (ნ. ჯავახიშვილი, ვ. აბაშიძე, ს. კახიანი, შ. ჭანტურია). ცალკეული მიდამოსა და ორგანოს ინერვაციის თავისებურებებისა და ნერვის დაზიანების გავლენა ქსოვილებზე (დ. იოსელიანი, მ. ტატიშვილი), თავის ტვინის ქერქის განფენილობა (ა. მალაევი, გ. თვალაძე), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ონტო-ფილოგენეზი, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის წყაროები და განვითარების შესაძლებელი ფარგლები, ინტრაორგანული სისხლძარღვების არქიტექტონიკა, კაპილარული ქსელის ორგანო და ქსოვილსპეციფიკურობა და გარდაქმნა სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობისა და ექსპერიმენტის საპასუხოდ (მ. კომახიძე, ნ. ჯავახიშვილი, მ. ტატიშვილი, თ. ლიბრაძე, ნ. მამფორია, ლ. შელია), ლიმფური სისტემის მორფოლოგია, ვერტიკალური სტატიკისა და ლოკომოციის ევოლუციის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის შედარებითი ანატომიის საკითხები (ზ. კაციტაძე).
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანატომია“-დან