ყვავილი: განსხვავება გადახედვებს შორის

194.60.250.2-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 188.129.232.245-ის მიერ რედაქტირებული ვერს...
(194.60.250.2-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 188.129.232.245-ის მიერ რედაქტირებული ვერს...)
 
[[ფაილი:Arctotis.jpg|მინი|[[გერბერა]]ს ყვავილი]]
[[ფაილი:White and yellow flower.JPG|მინი|[[Zantedeschia aethiopica]]]]
'''ყვავილი''' — [[თესლოვანი მცენარეები]]ს სექსობრივისქესობრივი გამრავლების [[ორგანო]]; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული [[ყლორტი]]ა, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. [[ყვავილსაჯდომი|საჯდომი]] სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი [[ფიტოსინთეზი]]ს დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება [[მწერები]]ს მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფარს]]. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.
 
ყვავილის ცენტრში [[მტვრიანა|მტვრიანები]] და [[ნაყოფფოთოლი|ნაყოფფოთლები]]ა. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები [[მიკროსპოროფილი|მიკროსპოროფილები]]ა. მათგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი [[მიკროსპორანგიუმი|ყლომოფობიამიკროსპორანგიუმები]]ა. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.
 
ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას [[ანდროცეუმი]] ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.