მაზდაკიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მაზდაკიზმი''' — [[V საუკუნე|V საუკუნის]] ბოლოს წარმოქმნილი, თავდაპირველად [[რელიგია|რელიგიურ]]-ზნეობრივი მოძრაობა, რომლის შედეგად განვითარებულმა სოციალურმა პროცესებმა შეარყია [[სასანიანები|ირანის სახელმწიფო]]. მისი იდეოლოგი [[მაზდაკი]] ქადაგებდა ადამიანთა შორის სიძულვილსა და ბრძოლის მაგიერ სიკეთესა და შემწყნარებლობას. რამდენადაც ამ სიძულვილისა და ურთიერთწინააღმდეგობის საფუძველს მატერიალურ უთანასწორობაში ხედავდა, მოითხოვდა ქონების გათანასწორებას, ქალების საერთო მფლობელობას. ეს პრიმიტიული კომუნსტური იდეოლოგია თანდათანობით გავრცელდა საზოგადოების დაბალ სოციალურ ფენებში და საბოლოოდ გადაიზარდა მასობრივ, რევოლუციურ ძალადობაში, რაც გამოიხატა არისტოკრეფთალიტების დახმარებით ქტესიფონში შეიჭრა. ჯამასპი ძმის სასარგებლოთ გადადგა ატიის დარბევით, მათი ქონების მითვისებით, ქალების წართმევით და ა.შ. მაზდაკიდებს უნდოდათ [[კავად I|კავად I-ის]] შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ძე, [[ქაუსი]] დაესვათ, რომელიც იზიარებდა მათ მოძღვრებას. [[529]] (ან [[528]]) წელს კავადის უმცროსი შვილის და მემკვიდრის, [[ხოსრო I|ხოსრო I ანუშირვანის]] მცდელობით მაზდაკი და მისი მთავარი მიმდევრები დახოცილ იქნენ.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=76}}
 
== ისტორია ==
მაზდაკიდების მოძრაობას მხარს უჭერდა სასანიანთა შაჰინშაჰი კავად I, რომელიც ცდილობდა მისი გამოყენებით დაესუსტებინა არისტოკრატია და მაზდეანური სამღვდელოება. [[488]] წელს კავადი ტახტზე ავიდა და ამავე წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]], [[შაბათი|შაბათ]] დღეს მაზდაკმა საკუთარი მოძღვრების ქადაგება დაიწყო. მისმა თანამებრძოლებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები დაიკავეს, ხოლო თავად მაზდაკი დაინიშნა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე. მაზდაკიდებმა დაიწყეს [[არისტოკრატი|არისტოკრატებისათვის]] ქონების წართმევა და ღარიბთათვის დარიგება. რეფორმების მოწინააღმდეგენი გამოცხადდნენ ბოროტების მომხრეებად და განიცდიდნენ ტერორს მაზდაკიდების მხრიდან. [[490-იანები|490-იან]] წლებში კავადმა გააუქმა ტრადიციული ქორწინების კანონი. ამის გამო [[496]] წელს არისტოკრატიამ შეთმულება მოაწყო, ჩამოაგდეს კავადი და გამოკეტეს ანხუშის ციხესიმაგრეში. სპარსეთის ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა, [[ჯამასპი]]. თუმცა კავადმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და [[498]] წელს [[ეფთალიტები|ეფთალიტების]] დახმარებით [[ქტესიფონი|ქტესიფონში]] შეიჭრა. ჯამასპი ძმის სასარგებლოთ გადადგა. ხელისუფლებაში დაბრუნებულმა შაჰინშაჰმა შეთქმულებაში მონაწილე არისტოკრატები სიკვდილით დასაჯა. სათავეში მოსვლის თანავე კავადმა დაიწყო დისტანცირება მაზდიზმის მიმდევრებთან, მაგრამ საკმარისი ძალა არ გააჩნდა, რათა ღიად გაშორებოდა მათ. მაზდაკიდების უსაზღვრო დიქტატურის შიშით არისტოკრატია და [[მაზდეანობა|მაზდეანური]] სამღვდელოება შაჰთან კავშირზეც კი წავიდა. კავადის მხარეს დადგა ასევე ირანული არმია, რომელიც [[მცირე აზია|მცირე აზიიდან]] გამარჯვებული იყო დაბრუნებული. [[529]] (ან [[528]]) წელს მაზდაკი და მისი მომხრეები შეიპყრეს. ისინი მიწაში ცოცხლად დამარხეს თავით ქვემოთ. ამ ხოცვა-ჟლეტის ინიციატორი კავადის ფარული მხარდაჭერით იყო ხოსრო ანუშირვანი, მომავალი შაჰი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი ძმა [[ქაუსი]] ამას არ მიემხრო.
 
მაზდაკიზმის წარმომადგენლები [[XIV საუკუნე|XIV საუკუნემდე]] შემორჩნენ [[ირანი|ირანში]], [[შუა აზია|შუა აზიაში]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]]. მაზდაკიზმის იდეები შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ბევრ სახალხო მოძრაობაში იყო გამოყენებული.
 
== ლიტერატურა ==
* {{cite book |last=მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი|first= |year=[[2012]] |title=საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე |publisher=პალიტრა L |location=[[თბილისი]] |isbn=978-9941-19-585-3|ref=CITEREFსაქართველოს ისტორია, ტ. II2012}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ფილოსოფიური სკოლები და ტრადიციები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაზდაკიზმი“-დან