მაზდაკიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მაზდაკიზმი''' — V საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი, თავდ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მაზდაკიზმი''' — [[V საუკუნე|V საუკუნის]] ბოლოს წარმოქმნილი, თავდაპირველად [[რელიგია|რელიგიურ]]-ზნეობრივი მოძრაობა, რომლის შედეგად განვითარებულმა სოციალურმა პროცესებმა შეარყია [[სასანიანები|ირანის სახელმწიფო]]. მისი იდეოლოგი [[მაზდაკი]] ქადაგებდა ადამიანთა შორის სიძულვილსა და ბრძოლის მაგიერ სიკეთესა და შემწყნარებლობას. რამდენადაც ამ სიძულვილისა და ურთიერთწინააღმდეგობის საფუძველს მატერიალურ უთანასწორობაში ხედავდა, მოითხოვდა ქონების გათანასწორებას, ქალების საერთო მფლობელობას. ეს პრიმიტიული კომუნსტური იდეოლოგია თანდათანობით გავრცელდა საზოგადოების დაბალ სოციალურ ფენებში და საბოლოოდ გადაიზარდა მასობრივ, რევოლუციურ ძალადობაში, რაც გამოიხატა არისტოკრატიის დარბევით, მათი ქონების მითვისებით, ქალების წართმევით და ა.შ. მაზდაკიდებს უნდოდათ [[კავად I|კავად I-ის]] შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ძე, [[ქაუსი]] დაესვათ, რომელიც იზიარებდა მათ მოძღვრებას. [[529]] (ან [[528]]) წელს კავადის უმცროსი შვილის და მემკვიდრის, [[ხოსრო I|ხოსრო I ანუშირვანის]] მცდელობით მაზდაკი და მისი მთავარი მიმდევრები დახოცილ იქნენ.
 
== ისტორია ==
მაზდაკიდების მოძრაობას მხარს უჭერდა სასანიანთა შაჰინშაჰი კავად I, რომელიც ცდილობდა მისი გამოყენებით დაესუსტებინა არისტოკრატია და მაზდეანური სამღვდელოება. [[488]] წელს კავადი ტახტზე ავიდა და ამავე წლის [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]], [[შაბათი|შაბათ]] დღეს მაზდაკმა საკუთარი მოძღვრების ქადაგება დაიწყო. მისმა თანამებრძოლებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები დაიკავეს, ხოლო თავად მაზდაკი დაინიშნა სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაზდაკიზმი“-დან