'''რამ მოჰან როი''' ([[1772]]-[[1883]]) — პირველი [[ინდოელი]] განმანათლებელი და ინდური ბურჟუაზიული ნაციონალიზმის პირველი წინამორბედი.
==ბიოგრაფია==
რან მოჰან როი დაიბადა [[1772]] წელსწლის [[22 მაისი|22 მაისს]] ინდოეთში. იგი იყო ცნობილი ბრაჰმან-მიწათმოქმედის შვილი, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი მუსლიმური სკოლა [[პატნა|პატნაში]], სადაც [[ღვთისმეტყველება|ღვთისმეტყველებასთან]] ერთად შეისწავლა [[არაბული ენა|არაბული]] და [[სპარსული ენა|სპარსული]] ენები. შემდეგში იგი დაინტერესდა და დაეუფლა [[სანსკრიტი|სანსკრიტს]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენას]] და თვით [[ბერძნული ენა|ბერძნულ ენა]]საც კი. მთელი თავისი ცხოვრებისმოღვაწეობის მანძლზეპერიოდში, ბევრი კარგი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის. გარდაიცვალა [[მენინგიტი|მენინგიტით]] [[1833]] წელს.
==მოღვაწეობა==
10 წელიწადს იგი ოსტ-ინდოეთის კომპანიის მოხელე იყო და ასრულებდა გადასახადის ამკრეფის ფუნქციას, რომელიც მისთვის არასახარბიელო სამუშაო იყო. ამის გამო, როდესაც შესაძლებელი გახდა [[1814]] წელს მან სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საქმიანობას მოკიდა ხელი. შეიმუშავა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, რომლითაც უარყოფდა [[ინდუიზმი|ინდუიზმის]] პრინციპებს, [[კასტები|კასტურ]] დაყოფას და ამ რეაქციული იდეოლოგით განმტკიცებულ რელიგიურ ჩვეულებებს. მან გაილაშქრა აგრეთვე [[კერპთაყვანისმცემლობა|კერპთაყვანისმცემლობის]] და ქვრივ ქალთა თვითდაწვის [[ბარბაროსები|ბარბაროსული]] წესის ("სათის") წინააღმდეგ. ამბობდა რომ ეს იყო სრულიად არაჰუმანური ქმედება. და ამით მან საერთოდ ბრძოლა გამოუცხადა ინდოეთის ფეოდალური საზოგადოების ერთ-ერთ რეაქციულ საყრდენს - შუასაუკუნეობრივ იდეოლოგიას. ასევე [[კალკუტა|კალკუტაში]] დააარსა ბრაჰმის ("ბრაჰმი სამაჯის") საზოგადოება, რომელმაც თავის ირგვლივ შემოიკრიბა ბენგალიისბენგალის მცირერიცხოვანი კულტურული ძალები და ბრძოლა გააჩაღა ინდუიზმის მიერ განმტკიცებულ კასტურ შეზღუდუვათა და საყოფაცხოვრებო ცრუმორწმუნეების წინააღმდეგ, რითაცმისმა ამ ქმედებებმა აშკარად დადებითი როლი შეასრულა და ქვეყანაზეც აისახა.
რამ მოჰან როი ქადაგებდა საერო განათლებას და საჭიროდ მიიჩნევდა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. ამას გარდა აუცილებლად შესასწავლელ საგნებდ თვლიდამიიჩნევდა: [[მათემატიკა|მათემატიკას]], [[ქიმია|ქიმიას]], [[ანატომია|ანატომიას]]. ამით იგი, თავის მხრივ ხელს უწყობდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის და ევრობული კულტურის დანერგვას ინდოეთში. იბრძოდა ინდოეთის ჭეშმარიტი განათლებისთვის და რაც მთავარია ის არ უკავშირებდა განათლებას, ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ამოცანას. [[1817]] წელს მან დააარსა საკუთარი კოლეჯი დასავლეთ ბენგალში, თავდაპირველად აქ სწავლის უფლება მიეცა მხოლოდ მამაკაცებს, ხოლო [[1897]] წლიდან, შესაძლებელი გახდა კოლეჯში ქალებსაც მიეღოთ განათლება.
რამ მოჰან როი იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის. ის ყველა ძალ-ღონეს ხმარობდა, მოგზაურობდა ევროპაში, სწავლობდა და მის მიერ ნანახს და გაგებულს ინდოეთში ნერგავდა, რათა განევითარებინა ინდოეთის სახელმწიფო, პირველ რიგში კი მოსახლეობა.
|