ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2017 წლის 19 ნოემბერი}}
{{მმ*|ინდოეთ-პაკისტანის ომი}}
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
Line 21 ⟶ 20:
|შენიშვნა=
}}
'''ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი''' — შეიარაღებული კონფლიქტი [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და [[პაკისტანი|პაკისტანს]] შორის. მიმდინარეობდა [[1965]] წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში. ომი დაიწყო პაკისტანის მცდელობით წამოეწყო აჯანყება [[ქაშმირი]]ს სადავო შტატის ინდურ ნაწილში, კონფლიქტმა მალევე მიიღო ორ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო ომის ხასიათი. სამხედრო მოქმედებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ომი დასრულდა რომელიმე სახელმწიფოს წარმატების გარეშე, [[გაერო]]ს ჩარევის შედეგად.
 
== კაჩის რანი ==
Line 31 ⟶ 30:
პაკისტანის 12-ე არმიამ ვერ შეძლო ინდოეთის არმიის მოგერიება და ძალიან მალე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მუზაფარაბადთან, პაკისტანის ქაშმირის დედაქალაქთან. 1 სექტემბერს პაკისტანის 12-ე არმია თავს დაესხა ინდოეთის ნაწილებს (ოპერაცია Grand Slam). ამ მომენტიდან პაკისტანსა და ინდოეთს შორის გაიმართა ღია ომი. ინდოეთმა არ შეაჩერა საომარო მოქმედებები ესკალაციის წინ და პირველი შეიჭრა პაკისტანის ქაშმირის ტერიტორიაზე. დარტყმა მიიტანა უდიდეს ქალაქ [[ლაჰორი|ლაჰორზე]]. არმია მივიდა თითქმის [[ლაჰორის ბრძოლა|ლაჰორამდე]], რის შემდეგადაც პაკისტანის კონტრშეტევის შემდეგ უკან დაიხიეს.
 
მომავალში ორივე მხარე ახორციელებდა თავდასხმებს მოწინააღმდეგეზე. პაკისტანის არმიის სიამაყემ, პირველმა სატანკო დივიზიამ გადაადგილება დაიწყო ინდოეთის ქალაქ [[ამრიტსარი]]სკენ, მათი დავალება იყო ქალაქის აღება, მაგრამ სოფელ ასარ-უტარესთან, ინოეთინდოეთ-პაკისტანის მეორე ომში ყველაზე მძიმე [[ასალ-უტარეს ბრძოლა|ბრძოლის]] დროს დიდი დანაკლისი განიცადა. ინდოელებმა თავის მხრივ [[სიალკოტი]]სკენ აიღეს გეზი. სახმელეთო ბრძოლებში ხშირად ერეოდა ავიაციაც და ბომბავდა მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ადგილებს.
 
22 სექტემბერს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროს]] [[გაეროს უშიშროების საბჭო|უშიშროების საბჭომ]] მიიღო [[გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 214|რეზოლუცია]], რომელმაც მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ. 23 სექტემბერს ბრძოლა დასრულდა. [[სსრკ]]-ის ჩარევით პაკისტანის პრეზიდენტმა [[მუჰამედ აიუბ-ხანი|აიუბ-ხანმა]] და ინდოეთის პრემიერმა ლალ ბაჰადურ შასტრიმ ხელი მოაწერეს [[ტაშკენტის დეკლარაცია]]ს, რომელმაც დაასრულა ომი.
 
== ომის შემდეგ ==
ინდოეთ-პაკისტანის [[1965]] წლის ომი დასრულდა რომელიმე მხარის გადამწყვეტი ბრძოლის გარეშე. როგორც ინდოეთის ისე პაკისტანის პროპაგანდა ზეიმობდა წარმატებულად დასრულებული ბრძოლის შესახებ. თანამედროვე პაკისტანში თვლიან, რომ ომში წარმატებას პაკისტანმა მიაღწია, თუმცა ყველა ანალიტიკოსი და დამკვირვებელი ირწმუნება, რომ ომი რეალურად წარმატებული იყო ინდოეთისათვის.
 
ინდოეთისა და პაკისტანის ომი იყო [[ცივი ომი]]ს ერთ-ერთი შემადგენელი კონფლიქტი. [[სსრკ]]-მაც და [[აშშ]]-მაც შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი ომის მსვლელობისას, ხოლო [[ნატო (ორგანიზაცია)|ნატოს]] ქვეყნებმა ემბარგო დაუწესეს მებრძოლ მხარეებს.
 
==რესურსები ინტერნეტში==