ალტრუიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლუკალუკაა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტი...
ხაზი 2:
'''ალტრუიზმი''' ([[ლათ.]] altruisme – სხვა) — ზნეობრივი [[პრინციპი]], რომელიც ნიშნავს სხვა [[ადამიანი|ადამიანებისადმი]] უანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას.
 
ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის წმინდა ადამიანური მოტივაცია. ალტრუისტული ქცევისას პიროვნების მთავარი მიზანი და მოტივია გაჭირვებული ადამიანისათვის შემწეობის გაწევააგაწევა. შესაბამისად, ალტრუიზმისათვის დამახასიათებელია ის მთავარი გარემოება, რომლის მიხედვითაც ალტრუისტული ქცევის განმახორციელებელი მოქმედებს პირადი ინტერესებისა თუ უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ალტრუისტები ხშირად უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას მსხვერპლადაც კი ეწირებიან ხოლმე.
 
ალტრუიზმი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ნათესაურ ურთიერთობებში, რასაც აძლიერებს ადამიანების ძლიერი სურვილი თავიანთი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენისა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ასევე ხშირად ვხვდებით რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი მხრიდანაც მოელის ალტრუისტული მოქმედების განხორციელებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალტრუიზმი“-დან