ახალი საქართველოს უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
== უნივერსიტეტის მისია ==
[[ფაილი:მიტროპოლიტი_გრიგოლი,_ახალი_საქართველოს_უნივერსიტეტის_რექტორი.jpeg|მინი|[[გრიგოლ მიტროპოლიტი|მიტროპოლიტი გრიგოლი]], ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი]]
უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი მაღალგანვითარებული ეროვნული უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებულია სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებზე; მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც ემსახურება განსწავლული, მიზანდასახული, მაღალი ზნეობისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას, მათ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების მნიშვნელოვან მონაპოვართა შენარჩუნებასა და საჭირო სიახლეების დანერგვას, ქართველი ერის ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობასდანერგვა. ქართული [[სახელმწიფო ენა|სახელმწიფო ენის]] სწავლებისა და განვითარებისთვის საჭირო აკადემიური გარემოს შექმნას; უნივერსიტეტის მისიის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია: მეცნიერული პოტენციალის გამოყენება [[საქართველო|საქართველოს]] სახელმწიფოებრივი და სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების სამსახურში; მდიდარი ეროვნული ტრადიციების, ქართული პროფესიული კადრების სამოღვაწეო ასპარეზის შენარჩუნება და განვითარება; ახალგაზრდებისა და მათი ჰარმონიული განვითარებისათვის საიმედო დასაყრდენის, სანდო სულიერი და ზნეობრივი ორიენტირების შექმნა; ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და მსოფლიო ტექნოლოგიურ მიღწევათა ოპტიმალური დანერგვა საუნივერსიტეტო სივრცეში; უმაღლესი განათლების სისტემის დარგობრივი (სპეციალობათა) მრავალფეროვნების მაქსიმალური შენარჩუნება და განვითარება; საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა; სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლგაგებათა და აზროვნების სისტემათა, ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის პრინციპის ინტეგრაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში.
 
== კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი ==
ხაზი 17:
== ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ==
[[ფაილი:ახალი_საქართველოს_უნივერსიტეტის_კამპუსი.jpeg|მინი|ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსი]]
უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულია [[ჰუმანიტარული განათლება|ჰუმანიტარულ]] და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ით უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ფაკულტეტის მთავარი საგანმანათლებლო საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ მისმა კურსდამთავრებულებმა შეიძინონ იმ სახის თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე. ამ მიზნით ფაკულტეტზე შემუშავებულია უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია, რომელიც სტუდენტებს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ადვილად მოპოვებაში.
 
==== თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ====
[[თეოლოგია|თეოლოგიის]] საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს გადასცეს თანამედროვე ცოდნა ძირძველი ქრისტიანული კულტურის საფუძვლების შესახებ და შესძინოს იმ ტიპის ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შემოქმედებითად, კრეატიულად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რის საფუძველზეც ისინი თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებიან. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ქრისტიანული (მართლმადიდებელი) თეოლოგიის ძირითად ცნებებსა და მოძღვრებებს, მის უმნიშვნელოვანეს დარგებსა და მიმართულებებს, ასევე, ქრისტიანული კულტურის საფუძვლებს, დიდი ქართველი და უცხოელი ქრისტიანი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების ცხოვრებასა და შემოქმედებას.
 
==== ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა ====
[[ფაილი:კონფერენცია_ჰეგელის_რელიგიის_ფილოსოფიის_შესახებ.jpeg|მინი|საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გ. ვ. ფ. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის შესახებ, 2017 წ.]]
ქრისტიანული [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] სამაგისტრო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალი დონის სპეციალისტთა მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანული მართლმადიდებელი კულტურის ღრმა და ყოვლისმომცველი ფილოსოფიური ანალიზი. ამ ტიპის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა არსებობს ქართულ საუნივერსიტეტო და, საერთოდ, საჯარო სივრცეში, რადგან (საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის მავნებლური მემკვიდრეობის შედეგად) ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების ადეკვატური/საფუძვლიანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური შესწავლა/ანალიზი ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. არადა, ამ ტრადიციის ჯეროვანი ცოდნა და გათავისება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე. სწავლის პროცესში სტუდენტებს ლექცია-სემინარებს უტარებენ ქრისტიანული ფილოსოფიის, თეოლოგიისა და სოციოლოგიის წამყვანი ქართველი სპეციალისტები. სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, მოისმინონ საჯარო ლექციების კურსი ქრისტიანული ფილოსოფიის წამყვანი უცხოელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, რომელთა სასწავლო პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
 
==== ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ====
ქრისტიანული [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიის]] სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებას, რომლებიც ქრისტიანული სააზროვნო პერსპექტივის საფუძველზე შეძლებენ, სიღრმისეულად გააანალიზონ თანამედროვე სამყაროს და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი კვლევის ადეკვატური მეთოდები გამოიყენონ. სამაგისტრო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქრისტიანული ფილოსოფიის საკვანძო მომენტებსაც. ეს მათ საშუალებას აძლევს, ინტერდისციპლინურ ჭრილში გაიაზრონ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები.
 
==== ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა ====
[[ფაილი:კონფერენცია_ნეტარი_ავგუსტინეს_შესახებ.jpeg|მინი|საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, 2016 წ. ]]
ქრისტიანული [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] სადოქტორო პროგრამა დიდ სიახლეს წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამა საქართველოში მხოლოდ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც შეეძლებათ ქრისტიანობის არსისა და ქრისტიანული კულტურის ღრმა ფილოსოფიური ანალიზი, რომელიც დაფუძნებული იქნება ინტერდისციპლინურ კვლევით მეთოდოლოგიაზე. სწავლის პროცესში დოქტორანტები მუშაობენ ქრისტიანული ფილოსოფიის საუკეთესო ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ. მათ ასევე მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან, რაც ამ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით თავიანთი ცოდნა და კვლევითი უნარ-ჩვევები გაიღრმავონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ბაზაზე, რომელიც ფლობს მდიდარ ბიბლიოთეკას ფილოსოფიის/ქრისტიანული ფილოსოფიის სფეროში.
 
== ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ==
 
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი წარმოადგენს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის საქმიანობასაც წარმართავს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კლუბის მიზანია მეცნიერების პოპულარიზება, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ახალი სამეცნიერო კვლევების წარმოება ქრისტიანული [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] მიმართულებით. ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი მართავს სამეცნიერო შეხვედრებს (სემინარები, საჯარო მოხსენებები, მასტერ-კლასები), რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საჯაროდ წარმოადგინონ თავიანთი კვლევების შედეგები, დახვეწონ თავიანთი მეცნიერული უნარ-ჩვევები და აწარმოონ დისკუსია [[მეცნიერება|მეცნიერების]] აქტუალური პრობლემების შესახებ. კლუბის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე წარმოდგენილი წარმატებული სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.