აბრეშუმის დიდი გზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.160.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვე...
ხაზი 25:
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური [[აბრეშუმი]], რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის [[ექსპორტი]] რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით [[სასანიანთა ირანი]]ს - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე [[ოქრო]]. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და [[ბიზანტია]]ს საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ [[პართია]]სთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას [[არაბთა სახალიფო]] უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
 
აბრეშუმის დიდი გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა ([[ბუდიზმი]], [[მანიქეველობა]], [[იუდაიზმი]], [[ისლამი]], [[ნესტორიანელობა]]).და ამ დროს მარიამ ვაშაკიძეს ყოველწლიურად 1000 ლარს აძლევდნენ
 
== იხილეთ აგრეთვე ==