ოლღა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება* | სახელი = ოლღა ოკუჯავა | სურათი = Olga...
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 25:
ოლღა ოკუჯავა დაიბადა [[1888]] წელს ქუთაისში სტეფანე ოკუჯავისა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა — მიხეილი, ნიკოლოზი და შალვა. უკანასკნელი გახლდათ ცნობილი [[სსრკ|საბჭოთა]] პოეტისა და [[მუსიკოსი]]ს [[ბულატ ოკუჯავა]]ს მამა.
 
[[1912]] წელს სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სწორედ მაშინ გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე. [[1913]] წლიდან მუშაობდა მასწავლებლად [[ჭიათურა|ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში]]<ref>[http://www.galaktion.ge/?page=Chronicle&id=3587 Galaktion.ge, ქრონიკა]<ref/ref>. [[1916]] წლის [[23 აგვისტო]]ს გალაკტიონი და ოლია დაქორწინდნენ<ref>[http://www.galaktion.ge/?page=Chronicle&id=3630 Galaktion.ge, ქრონიკა]<ref/ref>, და იმწელსვე სასწავლებლად [[მოსკოვი|მოსკოვში]] გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ მიუხედავად მოსკოვში ოლღა ოკუჯავა გახდა [[კომუნისტური პარტია|პარტიის]] წევრი.
 
[[1929]] წელს ოლღა ბრალდებულიქნა [[ტროცკიზმი|ტროცკიზმში]], მიესაჯა სამი წელი, რომელიც მან [[უზბეკეთი|უზბეკეთში]] გაატარა<ref>[http://www.galaktion.ge/?page=Chronicle&id=4004 Galaktion.ge, ქრონიკა]<ref/ref>. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმპრეს [[1936]] წლის [[11 ნოემბერი|ნოემბერს]]<ref>[http://www.galaktion.ge/?page=Chronicle&id=4132 Galaktion.ge, ქრონიკა]<ref/ref>, დეპორტირებულია [[ორიოლის ოლქი|ორიოლის ოლქში]]. [[1937]] წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.
 
[[1941]] წლის [[8 სექტემბერი|სექტემბერი]] სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს [[ორიოლი]]დან 10 კმ-ში, მედვედის ტყეში<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=3497 ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან], ოკუჯავა ოლღა სტეფანეს ას.<ref/ref>.
 
[[1956]] წლიდან [[ხრუშჩოვი]]ს მთავრობამ [[რეპრესიები|რეპრესირებულთა რეაბილიტაცია დაიწყო]]. [[1957]] წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს<ref>[http://www.galaktion.ge/?page=Chronicle&id=4381 Galaktion.ge, ქრონიკა]<ref/ref>.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოლღა_ოკუჯავა“-დან