ოლღა ოკუჯავა: განსხვავება გადახედვებს შორის

გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება* | სახელი = ოლღა ოკუჯავა | სურათი = Olga...
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
(განსხვავება არ არის)

13:57, 19 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ოლღა სტეფანეს ასული ოკუჯავა (1888, ქუთაისი - 11 სექტემბერი, 1941, მედვედის ტყე, ორიოლის ოლქი, რსფსრ) — ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე 1916-1941 წლებში.

ოლღა ოკუჯავა

დაიბადა1888
ქუთაისი
გარდაიცვალა11 სექტემბერი, 1941
მედვედის ტყე, ორიოლის ოლქი, რსფსრ
დახვრეტა
ეროვნებაქართველი
სხვა სახელებიოლია ოკუჯავა
მეუღლე გალაკტიონ ტაბიძე

ბიოგრაფია

 
გალაკტიონი და ოლია ოკუჯავა, 1919 წ., ქუთაისი

ოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში სტეფანე ოკუჯავისა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში. ჰყავდა სამი ძმა — მიხეილი, ნიკოლოზი და შალვა. უკანასკნელი გახლდათ ცნობილი საბჭოთა პოეტისა და მუსიკოსის ბულატ ოკუჯავას მამა.

1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სწორედ მაშინ გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე. 1913 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში<ref>Galaktion.ge, ქრონიკაშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2. 1916 წლის 23 აგვისტოს გალაკტიონი და ოლია დაქორწინდნენ<ref>Galaktion.ge, ქრონიკაშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2, და იმწელსვე სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ მიუხედავად მოსკოვში ოლღა ოკუჯავა გახდა პარტიის წევრი.

1929 წელს ოლღა ბრალდებულიქნა ტროცკიზმში, მიესაჯა სამი წელი, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა<ref>Galaktion.ge, ქრონიკაშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2. ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმპრეს 1936 წლის ნოემბერს<ref>Galaktion.ge, ქრონიკაშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2, დეპორტირებულია ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლღას ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა.

1941 წლის სექტემბერი სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, სამ დღეში ის 157 პოლიტ-პატიმართან ერთად დახვრიტეს ორიოლიდან 10 კმ-ში, მედვედის ტყეში<ref>ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან, ოკუჯავა ოლღა სტეფანეს ას.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2.

1956 წლიდან ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია დაიწყო. 1957 წლის დეკემბერში გალაკტიონ ტაბიძეს შეატყობინეს, რომ ოლღა ოკუჯავა რეაბილიტირებულია, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს<ref>Galaktion.ge, ქრონიკაშეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2.

სქოლიო