ფიდიასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
ფიდეასი მოღვაწეობდა დაახლ.ძვ.წ 490-430. უდიდესი ძველი ბერძენი მოქანდაკე და არქიტექტორი. იგი ძვ. წ. 447 წლიდან პერიკლეს ინიციატივით აკროპოლისის ანსამბლიის ხელმძღვანელი გახდა.
 
აკროპოლისის პართეონს (ტაძარს) მისი და მისი სკოლის წარმომადგენელი სკოლის ოსტატთა რელიეფები და ქანდაკებები ამშვენებდა. ფიდეასის ნამუშევრთა დიდი ნაწილი ჩვენამდე არ მოაღწეულა, მათზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს რომაული ასლები. აკროპოლისში მან შექმნა ათენას (სიბრძნის ქალღმერთი) ქანდაკება, რომელიც პართენონის ტაძრის ნაოსში იდგა. რომაული ასლები გვამცნობს,რომ ის იყო ვეებერთელა 11მ ხის გამოსახულება(სხვა წყაროს მიხედვით კი ის 7მ სიგრძის ქანდაკება იყო), ძვირფასი მასალებით დაფარული: საჭურველი და სამოსი ოქროთი, ხოლო სხეული სპილოს ძვლით. თვალები ძვირფასი თვლებისგან ჰქონდა გაკეთებული. ქალღმერთის ოქროს მუზარადზე გრიფონიებია იყო, ფარის უკან კი ცისფერთვალა დახვეული გველი (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლო). ათენას ფარის გარეთა და შიდა მხარეს ღმერთების და ტიტანების ბრძოლა იყო გამოსახული. ამ სცენებში ფიდეასმა პერიკლე (ათენის მართველი ძვ.წ 449 წლიდან) და თავისი თავი გამოსახა.რისთვისაც ფიდეასი ღმერთების შეურაცყოფისთვის დასაჯეს (მცირე ხნით საპყრობილეში ჰყავდათ გამოკეტილი).ქალაქის მფარველი ქარღმერთი ათენა ათენის ყველა კუთხიდან ჩანდა და აღფრთოვანებას იწვევდა.
 
ფიდეასვე ეკუთნის მსოფლიოს 7 საოცრებაში შესული ზევსის 13მ (ის იმ დროისთვის ყველა აგებულ ტაძარზე დიდი იყო) ხის ქანდაკება ოლიმპიიდან. ქანდაკების ზედაპირი მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ფიდეასი დასაჯეს იმისთვის, რომ ვითომდა მან ზევსის ქანდაკებისთვის საჭირო ოქრო მოიპარა, ხოლო ისტორია მოწმობს,რომ ფიდიასმა თავისი ფულით იყიდა ოქრო. ფიდეასის ნამუშევრებიდან შემორჩენილია პართენონის შემამკობელი ქანდაკებები,რომელთაგანაც აღსანიშნავია ირიდას (ცისარტყელას ქალღმერთის) ქანდაკება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიდიასი“-დან