ბაგრატ მუხრანბატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გიორგი ელბაქიძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რ...
ხაზი 1:
'''ბაგრატ მუხრანბატონი''' (დ. [[1487]] - გ. [[1540]]) — [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]]-ის ძე. [[ქართლის სამეფო]]ს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის I ნახევარში, მწერალი, მეფე [[დავით X|დავით X-ის]] ძმა, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი, [[ქართლის სამეფო]]ს მემარცხენე სადროშოს სარდალი.
 
ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის [[გიორგი II, კახეთის მეფე|ავგიორგის]] ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა; [[1512]] მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბაგრატ მუხრანბატონი სოფ. ციხისძირის თავს, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. [[1513]] ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა (ახლანდელი მცხეთის რაიონი) ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და ციხეში დაამწვდია, სადაც იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით - მიაშთვეს). ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბეს სახელით ბერად შედგა.
 
ბაგრატ მუხრანბატონს ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის პოლემიკური ჟანრის ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები, ანტიმაჰმადიანური თხზულება "მოთხრობაჲ სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაჲ". ავტორი განიხილავს მაჰმადიანური სარწმუნოების ისტორიას და ქრისტიანობის აპოლოგეტის პოზიციიდან განაქიქებს ამ რელიგიას. თხზულება აგრეთვე შეიცავს მოკლე ცნობებს ძველი ქართველ მთარგმნელთა შესახებ. მასში პირველად არის მოხსენებული ქართველი საერო მწერლობის ცნობილი ძეგლი [[ამირანდარეჯანიანი|"ამირანდარეჯანიანი"]].
 
==ოჯახი==
ბაგრატ მუხრანბატონს ცოლად ჰყავდა ვინმე ელენე, რომლისგანაც ჰყავდა 10 შვილი:
* [[ვახტანგ მუხრანბატონი]] (1511-1580)
* ერეკლე მუხრანბატონი (1527-1556), დაქორწინდა [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევან კახთა მეფის]] ასულზე, ელენე ბატონიშვილზე
* [[დედისიმედი|დედისიმედ მუხრანბატონი]] (გარდაიცვალა 1595), სამცხის ათაბაგის, [[ქაიხოსრო II]] ჯაყელის მეუღლე
* ალექსანდრე მუხრანბატონი (1550-1604)
* იოანე მუხრანბატონი (1548-1572)
* გულდაპარ მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1572)
* თეოდორა მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1572)
* იოთამ მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1572)
* [[აშოთან მუხრანბატონი]] (გარდაიცვალა 1561), [[ქეთევან დედოფალი|ქეთევან წამებულის]] მამა
* [[არჩილ მუხრანბატონი]] (1540 - 25 ნოემბერი, 1582)
 
== ლიტერატურა ==