სვიმონ ციციშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 12:
„თეთრი გიორგის" მესვეურთა უდიდესი ნაწილისათვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო და ორიგინალურია სვიმონ ციციშვილის მიერ [[1941]]-[[1942]] წლებში [[პარიზი|პარიზსა]] და [[ბერლინი|ბერლინში]] შედგენილი ნაშრომი „საქართველოს ნაციონალურ–სოციალისტური სამეფოს გარიგება", რომლის დედანი დაცულია საქართველოს შსს სამინისტროს საარქივო სამმართველოს საარქივო ფონდში. ნაშრომი განთავსებულია დიდი ფორმატის ორ ფურცელზე და შედგება ორი ნაწილისგან - სქემა და ტექსტი. „გარიგების" სქემის მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველოს მეფე, პარლამენტის ფუნქციას ასრულებს „ერის დარბაზი", რომელსაც განაგებს „მეთაური". „ერის დარბაზი" ირჩევს „ბელადს" – „ქართული ეროვნული პოლიტიკის ხელმძღვანელს" (იგივე პრემიერ–მინისტრს), რომელიც აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობაში კონკრეტულ მიმართულებებს განაგებენ „მთავრები" (ე. ი. მინისტრები). მთავრობა ორ ბლოკად იყოფა: 1. საგარეო საქმეები და 2. საშინაო საქმეები. ავტორი საგანგებოდ განიხილავს დინასტიურ საკითხს. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ხსენებული საკითხის განხილვისას ავტორი ზნეობრივ პრინციპებს ანიჭებს პრიორიტეტს, კერძოდ, იგი აღნიშნავს: „ქართული ისტორიისა და ჩვეულების მიხედვით საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე–ბაგრატიონთა მოდგმას. ეხლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ–მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით და მოდგმით. მაგრამ, თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ „გვარიშვილობას": ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას". ავტორი მიუთითებს, რომ თუ ბაგრატიონთა საგვარეულოს წიაღში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით დააკმაყოფილებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმს, ტახტის ღირსეული პრედენდენტი უნდა გამოიძებნოს სხვა წარჩინებული საგვარეულოდან.
 
სვიმონ ციციშვილი ავტორია საქართველოს უნიკალური ხელნაწერი რუკისა „ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა", რომელიც [[1935]]-[[1936]] წლებში [[პარიზი|პარიზშია]] შედგენილი. აღსანიშნავია, რომ სვიმონ ციციშვილი საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი გახლდათიყო. რუკას თან ახლავს ქართველ მეფე–მთავართა დეტალური გენეალოგია და ქრონოლოგია, სავარაუდოდ, შემდგენელს კონსულტაციას იმხანად პარიზში მცხოვრები [[ექვთიმე თაყაიშვილი]] უწევდა. ციციშვილისეული რუკა დიდძალ ინფორმაციას შეიცავს, მასზე დატანილია დეტალური ინფორმაცია ეკლესია–მონასტრების, ციხეების, ქალაქების, სოფლების, მეფეთა და მთავართა განსასვენებლების, სასახლეებისა და ისტორიული გზების შესახებ. ქართველი ემიგრანტების გადაწყვეტილებით [[2008]] წლის [[9 ივნისი|9 ივნისს]] რუკა საზეიმოდ გადაეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
 
[[1942]] წელს სვიმონ ციციშვილი დასახელებულ იქნა საქართველოს ტახტის პრეტენდენტად, აქაც იჩინა თავი მისმა პრინციპულობამ და მაღალმა ზნეობამ. თბილისის ლიტერატურის მუზეუმის [[შალვა ამირეჯიბი|შალვა ამირეჯიბის]] პირად ფონდში ინახება [[1942]] წლის [[25 მაისი|25 მაისით]] დათარიღებული დოკუმენტი – „პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის". დოკუმენტი წარმოადგენს ბაგრატიონთა გენეალოგიურ ცხრილს, რომელსაც თან ახლავს სვიმონ ციციშვილის ხელით შესრულებული საგანგებო მოწოდება: „ამჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისგან. ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თავად ირაკლი ბაგრატიონს, ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერის და მისი წარმომადგენლობის წინაშე, მოგიწოდებთ, დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულება და თავდადება. – „საქართველო უწინარეს ყოვლისა".