ატმოსფერული წნევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ეს არის ინფორმაცია ატმოსფეროსა და მისი წნევის შესახებ
ხაზი 1:
'''ატმოსფერო '''-  ჰაერის ფენაა, რომელიც ჩვენს პლანეტას გარს ერტყმის. ის აირების ნარევს წარმოადგენს. ატმოსფერო კავდება დედამიწის მიზიდულობის ძალით. მსზე სიმძიმის ძალა მოქმედებს.
'''ატმოსფერული წნევა''' — ჰიდროსტატიკური [[წნევა]], რომელსაც ყოველი საგანი განიცდის [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროსაგან]]. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია [[ჰაერი]]ს სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფეროს]] საზღვრამდე ვრცელდება.
 
კვლევები აჩვენებს, რომ ატმოსფეროს სიმკვრივე დედამიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე განსხვავებულია: ის იზრდება დედამიწის ზედაპირთან მიახლოებისას.
ატმოსფერულ წნევას ზომავენ [[ბარომეტრი]]თ, გამოსახავენ [[მილიბარი|მილიბარებით]] (მბ), ნიუტონებით მ<sup>2</sup>–ზე (ნ/მ<sup>2</sup>–ზე) ან [[ვერცხლისწყალი|ვერცხლისწყლის]] სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] [[აჩქარება|აჩქარების]] ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º [[განედი|განედზე]]) და 0&nbsp;°C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.
 
თუ თანმიმდევრულად გამოვყოფთ სხვადასხვა დონეს, შეიძლება ვაჩვენოთ, რომ ყოველი ზემოთ მყოფი ფენა დედამიწის მიზიდულობის გამო აწვება მის ქვემოთ მყოფ ფენას. მაგრამ აირები, პასკალის კანონის თანახმად მათზე მოქმედ წნევას გადასცემენ ყველა მიმართულებით უცვლელად. გამოდის, დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიშორეზე ატმოსფეროს მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს თავისი წნევით. ყველაზე მაღალი წნევა დაიკვირვება დედამიწის ზედაპირთან ახლოს.
ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ<sup>2</sup>
 
ატმოსფერო აწვება დედამიწის ზედაპირს. ამ მოვლენას '''ატმოსფერულ წნევას''' უწოდებენ.''' '''ატმოსფერული წნევა მოქმედებს ატმოსფეროში მყოფ ყველა სხეულზე.
 
ატმოსფერული წნევის არსებობა პირველად აღმოაჩინა, მოწყობილობა გამოიგონა წნევის გასაზომად და გაზომა წნევა გალილეის მოწაფემ ევანჯელისტა ტორიჩელიმ.
 
მისი ცდა მდგომარეობდა შემდეგში. ცალი მხრიდან დაჩრჩილული 1მ სიგრძის ვიწრო მილი, ტორიჩელმა შეავსო ვერცხლისწყლით. ხვრელს დააფარა თითი, გადააბრუნა იგი და ჩაუშვა ვერცხლისწყლიან ფინჯანში. როცა ტორიჩელიმ გაუშვა თითი, მილში არსებული ვერცხლისწყლის ნაწილი ჩაიღვარა ფინჯანში. დარჩენილი ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე დაახლოებით 76 სმ აღმოჩნდა.
 
ამ მოვლენის ახსნა შეიძლება, თუ დავუშვებთ, რომ წარმოქმნილი ვერცხლისწყლის სვეტის წნევა აწონასწორებს ფინჯანში ვერცხლისწყლის თავისუფალ ზედაპირზე მოქმედ ატმოსფერულ წნევას. 
 
მილის გვერდით მოათავსა რა შკალა, ტორჩელი აკვირდებოდა სიმაღლის ცვლილებას ატმოსფეროში ცვლილებების ფონზე და ზომავდა წნევას "ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლის" ერთეულებში. ამ ხელსაწყოს ვერცხლისწყლის ბარომეტრი ეწოდება. ამ საშუალებით გაზომილი ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტის წნევა.
 
სი ერთეულებში 
 
შესაბამისად 1 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა »133,(3) პა.
 
თუ გამოვიყენებთ სითხის მოწყობილობებს, მაშინ გაუხშოებული გაზების წნევის გაზომვა მოხერხებულია "წყლის სვეტის სიმაღლის" ერთეულებში, რადგან ვერცხლისწყლის სიმკვრივე 13,6-ჯერ მეტია წყლის სიმკვრივეზე.
 
==ლიტერატურა==