სესილია თაყაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
[[1926]] წელს დაამთავრა [[ფაღავას სტუდია|აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია]] თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]]. 1930-1966 წლებში [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის თეატრის]] მსახიობი იყო.
 
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), და სხვა
 
თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.