სესილია თაყაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.178.199.70 ცვლილებების გაუქმება (№3359119)
ხაზი 25:
[[1926]] წელს დაამთავრა [[ფაღავას სტუდია|აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია]] თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]]. 1930-1966 წლებში [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის თეატრის]] მსახიობი იყო.
 
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „[[ფიგაროს ქორწინება|ფიგაროს]] ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „[[ჭირვეულის მორჯულება|ჭირვეული]] ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა.
 
თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
 
1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („[[ჭირვეული მეზობლები]]“, 1949), ვასასის („[[ჩვენი ეზო]]“, 1956), ელპიტეს („[[საბუდარელი ჭაბუკი]]“, 1956), ოლღას („[[მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)|მე, ბებია, ილიკო და ილარიონი]]“, 1962), ბორდოხანის („[[დიდოსტატის მარჯვენა]]“, 1969), მარადიას („[[ნატვრის ხე]]“, 1977), ასინეთას („[[დათა თუთაშხია]]“) და სხვაასე როლები.შემდეგ
 
დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით.
 
დაკრძალულია თბილისში, [[პანთეონი (საბურთალო)|საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].