მორგოთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: {{აინურები}} → {{აინურნი}} using AWB
→‎ისტორია: clean up, replaced: [[არდის ომები და ბრძოლები → [[შუახმელეთის ომების და ბრძოლების სია using AWB
ხაზი 34:
ვალინორი დაბნელდა. მელკორი და უნგოლიანტი ადვილად დაიმალნენ და შუახმელეთში გადავიდნენ. მარჯვენა ხელში მელკორს ეკავა სილმარილები, რომლებმაც ხელი დაუწვეს, მაგრამ იგი მაინც არ შლიდა ხელებს. უნგოლიანტი გაუმაძღარი იყო, მაგრამ მან ბევრი იგემა და ზომებში გაიზარდა. მან ისურვა ის, რაც მელკორს ჰქონდა. მელკორმა მას უარი უთხრა. უნგოლიანტი თავს დაესხა, მაგრამ მელკორის განმგმირავ კივილზე (რომელმაც ყველაფერი შეძრა) მოვარდნენ [[ბალროგები]], რომლებმაც ობობა უკუაქციეს. მელკორმა აღადგინა ანგბანდი და დაუბრუნდა ბნელ ცხოვრებას.
 
ფეანორი ვალარებზე განრისხებული იყო იმის გამო, რაც მათ დაუშვეს. ფინუეს შემდეგ იგი ნოლდორთა უმაღლესი მმართველი გახდა, ააჯანყა ხალხი და გადავიდა შუახმელეთში. მანუეს წინაშე ფეანორმა დასწყევლა მელკორი და ''მორგოთი'', სამყაროს ბნელი მტერი უწოდა. ასე უწოდებდნენ მას შემდგომშიც. დამწუხრებული ვალარები ნოლდორთა გადასვლას არ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ამ გადასვლას ახლდა ელფთა შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა, როდესაც ფეანორის ბრძანებით ნოლდორებმა [[არდისშუახმელეთის ომებიომების და ბრძოლებიბრძოლების სია#ჟლეტა ალქუალონდეში|ტელერები გაანადგურეს]] (რომლებმაც უარი უთხრეს გემების გადაცემაზე). მაშინ მანდოსმა წარმოთქვა წყევლა - „უთვალავ ცრემლებს დაღვრით და ვალარები თქვენგან ვალინორს დამალავენ. სისხლზე სისხლით უპასუხებთ და სიკვდილის წყვიადის ქვეშ ამანისგან შორს იცხოვრებთ“.
 
ამანიდან წასვლის შემდეგ მელკორსა და ელფებს შორის [[პირველი ეპოქა|პირველ ეპოქაში]] დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლებისა და ომების პერიოდი. თავდაპირველად ელფები მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ და ანგბანდიც კი აიღეს. მაგრამ [[დაგორ ბრაგოლახი]]ს ბრძოლაში ადამიანთა და ელფთა გაერთიანება დამარცხდა. მელკორმა დაიმორჩილა [[ბელერიანდი]]ს დიდი ნაწილი, გაანადგურა ნოლდორთა დიდი ლაშქარი ([[ფინგოლფინი|ფინგოლფინთან]] და [[ფინარფინი]]ს ვაჟებთან ერთად). ბელერიანდში მისი ბატონობა [[რისხვის ომი|რისხვის ომმა]] დაასრულა, რომელზეც დიდი გავლენა იქონია [[ეარენდილი|ეარენდილმა]]. მან, თავის ცოლ [[ელვინგი|ელვინგთან]] ერთად დიდი გმირობა ჩაიდინა - გაცურა [[ამანი (ტოლკინი)|ამანისკენ]] და ვალარებს მიტევება და დახმარება სთხოვა. შედეგად ამანისა და შუახმელეთის ხალხებმა დაიწყეს უკანასკნელი ბრძოლა მელკორთან. მისი ჯარები განადგურდა, ანგბანდი და [[მეორეხარისხოვანი ადგილები შუახმელეთში#თანგოროდრიმი|თანგოროდრიმის]] ციხესიმაგრეები დაემხო. მელკორი შეიპყრეს და მოისროლეს არდის ზღვარს მიღმა, ბელერიანდი კი ჩაძირული იქნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორგოთი“-დან