აბაზა მეჰმედ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Abaza-pasa.png|thumb|right|220px|აბაზა მეჰმედ-ფაშას პორტრეტი]]
'''აბაზა მეჰმედ-ფაშა''' ({{lang-tr|Abaza Mehmed Paşa}}; დ. [[1576]] — გ. [[23 აგვისტო]], [[1634]], [[სტამბოლი]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] პოლიტიკური მოღვაწე, წარმოშობით ქართველი.

==ბიოგრაფია==
სავარაუდოდ იგი ბავშვობაში მოიტაცეს [[აფხაზეთი]]დან და ოსმალეთში გაყიდეს ტყვედ. ამაზე მიუთითებს მისი სახელის შემდგენელი სიტყვა „აბაზა“ (აფხაზი). მან მაჰმადიანობა მიიღო და მალევე დაწინაურდა ოსმალეთის სამეფო კარზე. [[1617]] წელს დანიშნეს მარაშის ბეგლარბეგად, [[1620]] წელს არზრუმის ფაშობა უბოძეს. [[1622]] წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ სულთან [[მუსტაფა I]]-ის ([[1617]]-[[1618]], [[1622]]-[[1623]] წწ.) წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, რომელიც [[1628]] წლამდე გაგრძელდა. აბაზა მეჰმედ-ფაშამ კავშირი გააბა [[კახეთის სამეფო|კახეთის მეფე]] [[თეიმურაზ I]]-თან, რომელმაც გადაწყვიტა ჩაება იგი ანტიოსმალურ კოალიციაში. [[ირანი]]ს შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I-მა]] მას შესთავაზა თავის მხარეზე გადასვლა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მისი დახმარებით ირანელებმა ოსმალთაგან გაათავისუფლეს [[ახალციხე]]. სულთნის დავალებით [[1628]] წელს დაატყვევეს და სტამბოლში გააგზავნეს. სულთანმა [[მურად IV|მურად IV-მ]] შეიწყალა და ბოსნიის ოლქის გამგებლად დანიშნა, შემდეგ კი ციხესიმაგრე [[ოჩაკოვი]]ს უფროსად. [[1633]] წელს აბაზა მეჰმედ-ფაშამ მონაწილეობა მიიღო [[პოლონეთი]]ს წინააღმდეგ ომში. ბოლოს, სასახლის კარის პოლიტიკური ინტრიგების შედეგად, [[1634]] წლის [[23 აგვისტო]]ს სიკვდილით დასაჯეს.
 
== ლიტერატურა ==