'''კონსტანტინე I''' (დაახლოებით * დაახლოებით[[1566]] ― † [[ოქტომბერი]]., [[1605]]), კახეთის მეფე [[1605]], [[ალექსანდრე II, ლევან მეფის ძე | ალექსანდრე II-ის]] ძე. ბავშვობიდან [[ირანი|ირანში]], [[შაჰი|შაჰის]] კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰმა [[აბას I |აბას I-მა]] საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალტაგანოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაიჭრა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა - ალექსანდრე II, ძმა - [[გიორგი]], რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, [[კახეთის აჯანყება 1605 | აჯანყდნენ]] და მოკლეს.