ივანე კერესელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 8:
ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად [[გიორგი ერისთავი|გ. ერისთავის]] „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში ([[1857]]–[[1875|75]]) თავად იყო.
 
კერესელიძე უაღრესად ნაყოფიერი მწერალი იყო, რადგან იძულებული იყო ძალიან ბევრი ეწერა თავისი ჟურნალის შესავსებად. ზოგიერთი მისი ლექსი პატრიოტულ–სოციალური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშია, მაგ.: „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი”, „ჩემო თვალის სინათლევ”, რომლებიც პოპულარულ სიმღერებად იქცა, მან ერთგვარი წვლილი შეიტანა აგრეთვე დრამატურგიისა და პროზის განვითარებაში, ხოლო როგორც პუბლიცისტი, იგი ფელეტონის მამამთავრად ითვლება საქართველოში (მაგ.; „სალაყბო ფორცლები”, „მგზავრის წიგნები“ და სხვა). კერესელიძე მიზნად ისახავდა ბატონყმობის იდეურ–ზნეობრივი საფუძვლების გაკიცხვას, ცდილობდა მკითხველისათვის დაენახვებინა გლეხთა ადამიანური ღირსებანი. ჟურნალ „ცისკრის“ დამატებიდან გამოყო დამოუკიდებელი ჟურნალი „გუთნის დედა“ ([[1873]]), უშვებდა გაზეთ „ცისკარს“„[[ცისკარი (გაზეთი)|ცისკარს]]“ (1887), 70–იანი წლებიდან კერესელიძის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალი „ცისკარი“ დროის მაჯისცემას ჩამორჩა, იგი ცხარე პოლემიკის სარბიელი გახდა. კერესელიძეს ჟურნალის შესანარჩუნებლად განუწყვეტლად უხდებოდა ჩადგომა ძველ და ახალ თაობებს შორის, რითაც ბევრი პირადი მტერი გაიჩინა. მისი მძიმე მოღვაწეობის ზნეობრივი საფუძველი იყო ღრმა პატრიოტული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
[[თბილისი|თბილისში]], კერძოდ კი [[ვაკე|ვაკეში]], არის ივანე კერესელიძის ქუჩა.