გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Lucky Diamond Rich face.jpg|მინი|მსოფლიოში ყველაზე ''ტატუირებული'' ადამიანი]]
'''გინესის მსოფლიო რეკორდები''', 2000 წლიდან '''გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი''' ({{lang-en|Guinness Book of Records}}, Guinness Book of World Records) — მსოფლიოში ერთერთიერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველწლიური გამოცემა, მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების, აგრეთვე ბუნების უნიკალური მოვლენების შესახებ. [[1955]] წლიდან გამოსცემს კორპორაცია „არტურ გინეს ენდ სანს პაბლიკ ლიმიტედ კომპანი“ (ამ სახელწოდებითაა ცნობილი 1982 წლიდან). გამოდის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 ენაზე.
 
ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი იბეჭდება გამომცემლობა „გეიმერის“ („Gamer's Edition“) ეგიდით და ახალ-ახალი რეკორდებით ივსება. მასში მოხვედრა საპატიოა, რისთვისაც ათასობით ადამიანი იღვწის. საინტერესოა ამ წიგნის შექმნის ისტორია. [[1951]] წლის 10 ნოემბერს ინგლისელი ლორდი [[ჰიუ ბივერი]], ა. გინესის ლუდსახარშის აღმასრულებელი დირექტორი, მეგობრებთან ერთად ნადირობდა გარეულ ფრინველებზე ვექსფორდში. მონადირეებმა კამათი გამართეს იმის თაობაზე, თუ რომელი ფრინველი უფრო სწრაფად ფრენდა. მათ ვერ მიაკვლიეს ცნობარს, რომელშიც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამა თუ იმ ფრინველის ფრენის სისწრაფის შესახებ. ამის გამო, [[1954]] აგვისტოში, ჰიუ ბივერმა (იმხანად უკვე გინესის გამომცემლობის მმართველმა დირექტორმა) გადაწყვიტა საგანგებო საცნობარო კრებულის შედგენა და გამოცემა. მალევე მეცნიერთა გინ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის საიუბილეო გამოცემის გარეკანი. მონაწილეობით შეიქმნა ბიურო და დაიწყო უდიდესი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. არტურ გინესი (1725-1803) იყო ირლანდიელი ლუდის მხარშავი, რომელმაც 1759 წელს დააარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია (საოჯახო ფირმა). 1886 წელს კომპანია გარდაიქმნა კორპორაციად და XXI საუკუნის დასაწყისშიც რჩება ლუდის ერთერთ უდიდეს მწარმოებლად. 1955 წლის 27 აგვისტოს გინესის კორპორაციამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს წიგნი გამოიცა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვ. მას დამფინანსებელი ფირმის „გინესის“ სახელი დაენათლა. [[2005]] წელს აღინიშნა გამოცემის 50 წლისთავი.