მარგარეტ ტიუდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სურათი=Marguerite Tudor.jpg|სახელი=მარგარეტ ტიუდორ...
 
No edit summary
ხაზი 21:
1517 წელს ჰენრი VIII მოელაპარაკა ალბანის ჰერცოგს და მარგარეტი შოტლანდიაში დაბრუნდა. მარგარეტს მალევე გაუჩნდა განქორწინების სურვილი და დასახმარებლად ჰენრი VIII-ს მიმართა. თუმცა ჰენრიმ სასტიკი უარი განაცხადა. მარგარეტმა იმავე პრობლემით თავად ალბანის ჰერცოგსაც კი მიმართა. 1527 წელს ალბანის ჰერცოგმა მარგარეტს შუამდგომლობა გაუწია რომის პაპ კლემენტე VII-თან, რომელიც დათანხმდა მარგარეტის მოთხოვნას და ამავე წელს მარგარეტისა და არჩიბალდის ქორწინება პაპმა გაუქმებულად გამოაცხადა. 1528 წლის 3 მარტს მარგარეტი ცოლად ჰენრი სტიუარტს გაჰყვა. თუმცა ქმრით არც ამჯერად იყო კმაყოფილი ვინაიდან ჰენრიც წინა ქმრების მსგავსაც მოღალატე აღმოჩნდა. მალევე მარგარეტმა კვლავ განქორწინებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისმა ვაჟმა ჯეიმზ V-მ გაჰყარა იგი ქმარს და როგორც დედა დედოფალი თავისთან, ჰოლირუდის სასახლეში საცხოვრებლად მიიწვია.
 
1536 წელს ჯეიმზი დაქორწინდა საფრანგეთის პრინცესა მადლენა დე ვალუაზე, რომელიც ქორწინებიდან რამოდენიმერამდენიმე თვეში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ამიტომაც 1538 წელს ჯეიმზი მეორედ დაქორწინდა ლოთარინგიის პრინცესა მარია დე გიზზე. მარგარეტს ძლიერ მოსწონდა თავისი ახალი რძალი მისი თვისებების გამო. ისინი მალე დამეგობრდნენ და ერთმანეთს რჩევებსაც აძლევდნენ. მარგარეტი 1541 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა, 51 წლის ასაკში. მისი შვილიშვილი მარიამ სტიუარტი მომავალში საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფალი გახდა, ხოლო შვილთაშვილი (ანუ მარიამის ვაჟი) შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე გახდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა დიდი ბრიტანეთის შექმნას და სტიუარტთა დინასტიას ინგლისის ტახტზე.
 
== ოჯახი ==