ლადო გუდიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.43.246.216 ცვლილებების გაუქმება (№3378574)
ხაზი 26:
'''ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი''' (დ. [[18 მარტი]], [[1896]], [[თბილისი]] — გ. [[20 ივლისი]], [[1980]], იქვე) — [[XX საუკუნე|მე-20 საუკუნის]] [[ქართველები|ქართველი]] ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი ([[1950]]), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1966), [[სსრკ-ის სახალხო მხატვარი]] ([[1970]]), პროფესორი.
 
'''== ბიოგრაფია =='''
 
დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა [[თაყაიშვილი, ექვთიმე|ე. თაყაიშვილის]] მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
 
ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს, თბილისში, დავით გუდიაშვილისა და ელისაბედ ითონიშვილის ოჯახში დაიბადა. ხატვის მიმართ ინტერესი ადრევე გამოავლინა და 1914 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გუდიაშვილი, ილუსტრატორის რანგში, სხვადასხვა ჟურნალებთან თანამშრომლობდა, ხოლო 1916 წლიდან მონაწილეობდა „ქართველ ხელოვანთა“ და „საისტორიო-საეთნოგრაფიო“ საზოგადოებების მიერ ორგანიზებულ ექსპედიციებში, რომელთა მიზანი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და მხატვრობის შესწავლა იყო. ამ ექსპედიციების ფარგლებში გუდიაშვილმა შეასრულა ნაბახტევისა და დავით გარეჯის ფრესკების ასლები, რომლებიც 1917 წელს, ექსპედიციის მონაწილე სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ,,დიდების ტაძარში“ (დღეს - ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა) გამოიფინა. ამ ექსპედიციების გამოცდილება, მონუმენტური მხატვრობის რაციონალური გააზრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გუდიაშვილისთვის, რაც მომავალში არაერთხელ იჩენს თავს მის მხატვრობაში.
1926-1932 წლებში [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. [[1957]] წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
 
ზოგადად, XX საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისი საოცრად საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდებარე ქალაქი თავის ეგზოტიკური ხიბლით სხვადასხვა ქვეყნებიდან იზიდავდა I მსოფლიო ომს გარიდებულ ხელოვანებს. სწორედ ამ თბილისზე ამბობდა პოეტი და მხატვარი იგორ ტერენტიევი ,,მაიდნიდან მატარებელი პირდაპირ ევროპაში მიდისო“. მულტიკულტურულ ქალაქში სტუმრობა, სადაც გვერდიგვერდ ქართულ, აზერბაიჯანულ, ქურთულ, სომხურ, თუ ებრაულ ტრადიციულ სამოსში ჩაცმულ ადამიანსაც დაინახავდი და ფრანგულ ქალაქურ მოდაზე გამოწყობილ დენდისაც, ქოლგიან ქალბატონთან ერთად მიმავალს, ევროპელი ხელოვანებისთვის უდიდესი შემოქმედებითი იმპულსი იყო. ამ პერიოდში თბილისს სტუმრობდნენ პოეტები სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ალექსეი კრუჩონიხი, ვასილი კამენსკი, კონსტანტინ ბალმონტი, იური დეგენი, მხატვარი და კომპოზიტორი ალექსანდრე კორონა, კომპოზიტორი ნიკოლაი ჩერეპნინი, მხატვრები სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი და სხვები; თბილისში, არაერთი არტისტული გაერთიანება, ლიტერატურული ჯგუფი, თუ სალონი შეიქმნა: ,,ცისფერყანწელები“, ,,მალი კრუგ“, ,,ფუტურისტთა სინდიკატი“, „ქართველ მხატვართა საზოგადოება“; ახალგაზრდა ხელოვანებმა სინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით და იდეებით ქართული ხელოვნების ახალ საფეხურს ჩაუყარეს საფუძველი. ისინი მსოფლიო ავანგარდის მიღწევების შემოქმედებით გააზრებას და ქართულ ხელოვნებაში მის დანერგვაზე მუშაობდნენ.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).
 
ქართველი და მათთან დამეგობრებული ევროპელი არტისტებისთვის თბილისში თავშეყრის არაერთი ადგილი არსებობდა. თბილისის ძველი, ისტორიული უბნების - ავლაბრის, ორთაჭალის მხარე ტრადიციული თბილისური დუქნებით იყო მოფენილი, სადაც სუფრაზე ქართული ღვინო და უგემრიელესი კერძები ეწყო, კედლებზე კი ფიროსმანაშვილის სურათები ეკიდა. ხოლო თბილისის ევროპულ ნაწილში ერთმანეთის მიიყოლებით გახსნილ არტისტულ კაფეებში: ,,ფანტასტიკური სამიკიტნო“, „არგონავტების ნავი“, „ფარშევანგის კუდი“, „ინტერნაციონალი“, „ქიმერიონი“ - ბოჰემური თავყრილობები იმართებოდა.
გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “[[ცისფერყანწელები|ცისფერყანწელებს]]” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული [[სიმბოლიზმი]]ს შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, [[მოდილიანი, ამედეო|ამედეო მოდილიანის]], [[გონჩაროვა, ნატალია სერგეევნა|ნატალია გონჩაროვას]] და [[ლარიონოვი, მიხაილ|მიხაილ ლარიონოვს]]. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს [[ფიროსმანი, ნიკო|ნიკო ფიროსმანაშვილის]] დიდი გავლენა ეტყობა.
 
ლადო გუდიაშვილი ამ არტისტული გარემოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ილია და კირილ ზდანევიჩებთან და ალექსეი კრუჩონიხთან ერთად იგი ,,ფუტურისთტა სინდიკატში“ იყო გაერთიანებული, დავით კაკაბაძესთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად მან არტისტული კაფე „ქიმერიონის“ კედლების მხოატვაზე იმუშვა, მონაწილეობდა თბილისში დაბეჭდილი ავანგარდული წიგნების გამოცემაში და მათთვის ილუსტრაციებს ამზადებდა. 1917-1918 წლებიდან, სრულიად ახალგაზრდა მხატვარი სპონტანური ნიჭიერების და თვითნაბადი არტისტულობის წყალობით, უკვე ქმნის შემოქმედების პირველ და უაღრესად საინტერესო ეტაპს.
მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, [[თბილისი]]). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად ([[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდია]]), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ [[ალეგორია|ალეგორიებს]] (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.
 
გუდიაშვილის პირველი ეტაპის მხატვრობის თემა თბილისის და მისი ეგზოტიკური ფენის - კინტოების, ყარაჩოხელების, დარდიმანდი მოქეიფეების ცხოვრების სცენების ასახვაა. კინტოები თბილში მცხოვრები წვრილი ვაჭრები იყვნენ, განთქმულნი თავის გაიძვერობით, ყარაჩოხელები კი ხელოსანთა წრის წარმომადგენლები, საკუთარი კანონებით მცხოვრები ფენა, სახასიათო ჩაცმულობითა და ქცევის კოდექსით. საწყის ეტაპზე ეს სუბკულტურა ხდება გუდიაშვილის ინსპირაციის წყარო. სურათებში „სადღეგრძელო განთიადისას“, ,,კინტოების ქეიფი ქალთან“, „თევზი ცოცხალი“, თუ „ხაში“, მძაფრი ექსპრესიით და მკაფიოდ რიტმიზებული ნახატით, ჩანს გამოკვეთილი ინდივიდის ხელი, რომელიც თანადროული ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ უმთავრეს მხატვრულ პრობლემას - ადამიანის სხეულის გადმოცემას თანამედროვე ნახატით - უჩვეულო შემოქმედებითი სილაღით სწყვეტს. ამ ,,ბოჰემურ რაფსოდიებში“ ლადო გუდიაშვილი ქმნის ნახატის სრულიად ახლებურ ხასიათს, და ამასთანავე, სრულად ინარჩუნებს სახასიათო მხატვრული სახეების გამომსახველობას. ნახატის პრობლემატიკის გადაწყვეტა, ასეთ რანგში, 10-20-იანი წლების ევროპულ მხატვრობაში სულ რამდენიმე ფიგურამ - პაბლო პიკასომ, მარკ შაგალმა, ამადეო მოდილიანიმ - თუ შესძლო.
გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან [[ქაშვეთის ეკლესია|ქაშვეთის ეკლესიის]] (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუდიაშვილის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე იკვეთება რამდენიმე ფაქტორი, რომელიც სხვადასხვა დოზით მნიშვნელოვანი იქნება მთელი მისი ხანგრძლივი შემოქმედების ეტაპებზე. I - ზემოთ აღნიშნული სიღრმობრივი ცოდნა ქართული მონუმენტური მხატვრობის მეთოდებისა, რაც ჩანს გუდიაშვილის ფორმების მონუმენტალიზმში, საერთო სიბრტყოვანებაში, ვერტიკალური აქცენტების სიჭარბესა და მათ სპეციფიკურ გადანაწილებაში სურათის ზედაპირზე; II - ირანული მხატვრობის გააზრება, რომელიც ხაზის სტილიზაციის გუდიაშვილისეულ ვარიანტში ვლინდება; III - ფიროსმანაშვილის შემოქმედება, რაც გუდიაშვილისთვის ასევე მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყარო გახდა.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.
 
1919 ლადო გუდიაშვილმა დავით კაკაბაძესთან და სერგეი სუდეიკინთან ერთად მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში. სუდეიკინთან მუშაობა დიდი გამოცდილება აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრისთვის. მისი „სტეპკოს დუქანი“ - თევზით, ხილით და ღვინის ბოთლებით სავსე თბილისური დახლი მედუქნითა და მოხელით, „ქიმერიონში“ კიბის თავზეა გამოსახული. ეს არის უაღრესად ცოცხალი სცენა სახასიათო, გამომსახველი ტიპაჟებითა და ზუსტი კოლორისტული აქცენტებით. „სტეპკოს“ დუქნის“ მხატვრულ ღირებულებას მხატვრის მიერ მისი განთავსების ოსტატურობაც ზრდის: სცენა იმგვარი რაკურსით ვითარდება, რომ გვერდით ჩავლისას უშუალოდ თანამონაწილეობის შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს.
 
იმავე, 1919 წელს, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა „დიდების ტაძარში“ მოწყობილ გამოფენაზე და საზოგადოების ყურადღება მიიქცია. გამოფენის შემდგომ, ეროვნული გალერეის დირექტორის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ ინიცირებული დაფინანსებით, რამდენიმე ქართველ მხატვართან ერთად, პარიზს გაემგზავრა.
 
20-იანი წლების პარიზში მთელი მსოფლიოდან ანდამატივით იზიდავდა ახალგაზრდა, ნოვატორ მხატვრებს, მოქანდაკეებს, პოეტებს, მწერლებს, თუ კომპოზიტორებს. მსოფლიოს ავანგარდის ცენტრში ყოფნა უჩვეულოდ ზრდიდა ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებით დიაპაზონს. გუდიაშვილმა პარიზში 1926 წლამდე დაჰყო. ამ წლების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო პარიზის სხვადასხვა გალერეებში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენა გალერეა ,,ლა ლიკორნიში“ და ჯოზეფ ბიიეს გალერეაში, მუშაობდა თეატრის მხატვრობაში. გუდიაშვილის შემოქმედებით ინტერესდებიან კოლექციონერები, კრიტიკოსები ანდრე სალმონი, მორის რეინალი.
 
1926 წელს გუდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში შეცვლილი მხატვრული რეალობა, ხოლო დამოუკიდებელი რესპუბლიკის ნაცვლად - საბჭოთა საქართველო დახვდა. ამ წლებში იგი მუშაობს თეატრის და კინოს მხატვრობაში, 1936 წელს რეჟისორ ვ. მუჯირთან ერთად ქმნის პირველ ქართულ ანიმაციური ფილმს „არგონავტები“, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. დაზგურ მხატვრობაში კი მატულობს ფერწერული ელემენტი. პირველი პერიოდის მუქი, შავისა და მწვანეს კონტრასტზე აგებული ექსპრესიული ფერადოვნება, ფაქიზი ტონალური ფერწერის მდიდარი გრადაციით იცვლება. ამ წლების მხატვრობიდან საინტერესოა პორტრეტის ჟანრის გუდიაშვილისეული ინტერპრეტაცია ნამუშევრებში „ეთერი სარკის წინ“ (1940), „თამარა ციციშვილის პორტრეტი“(1940), სადაც მხატვარი პორტრეტირებულთა კონკრეტული სახეების საინტერესო ფერწერულ და თემატურ განზოგადებას ახდენს.
 
1932 წლიდან საბჭოთა კავშირში სოცრეალიზმის დოქტრინა ამოქმედდა. ხელოვნების უმთავრესი ფუნქცია გახდა სახელისუფლებო იდეების აგიტაცია-პროპაგანდა, ხოლო საბჭოთა მხატვარი - ბელადების, რევოლუციის გმირების, მშრომელი საბჭოთა ადამიანის მეხოტბედ უნდა ქცეულიყო. ამგვარი წნეხი ხელოვანისთვის მთავარ ფასეულობას - შემოქმედებით თავისუფლებას ზღუდავდა, რაც განსაკუთრებით რთული იყო გუდიაშვილის სპონტანური, არტისტული ნატურისთვის.
 
გამოსავალი მან საკუთარ ამოუწურავ ფანტაზიაში იპოვნა. შექმნა ირეალური მხატვრული სამყარო ისტორიიდან, ზღაპრებიდან, თუ მითებიდან შთაგონებული ალუზიებით და იქცა სიმბოლოდ მხატვრისა, რომელიც სისტემის მეხოტბე არასდროს გამხდარა. 20-იანი წლების მიწურულიდან ჩნდება მის შემოქმედებაში აქამდე უჩვეულო, განწირული ადამიანის ტრაგიზმით გამსჭვალული ნამუშევრები, სავსე ვერაგობის, ადამიანური მანკიერების მიმართ ერთდროული გაკიცხვითა და თანაგრძნობით: ,,უმწეო“, „ბოროტების ოჯახი“.
 
1940-იანი წლებიდან გუდიაშვილის მხატვრობაში ჩნდება ისტორიული და ქართული ფოლკლორიდან შთაგონებული თემატიკა: „ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ“ (1945), „ღირსეული პასუხი“(1945), „არმაზის სარკოფაგიდან“(1951), „დევების ქორწილი“ (1954); მშვენერი მხატვრულ-ფერწერული გარდასახვები: „სეირნობის წინ“ (1941), „მოცეკვავე ოლ-ოლი“ (1945), „ჩუქურთმა წითელი ქუდით“ (1944).
 
1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, კალისტრატე ცინცაძემ, ლადო გუდიაშვილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა შესთავაზა. ეს შეთავაზება მხატვრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ქართული არქიტექტურისა და მონუმენტური მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების - ნაბახტევისა და დავით გარეჯის ექსპედიციებში მიღებული გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი, ამ ყველაფრის მიმართ მისი დამოკიდებულების გამოხატვის კიდევ ერთ საშუალებად იქცა. ამიტომ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებებისა, რომ ტაძრის მოხატვა მისთვის ლამის სასიცოცხლო საფრთხის შემცველი და უამრავი უსიამოვნების წყარო იქნებოდა, გუდიაშვილი სიხარულით დათანხმდა წინადადებას და მუშაობა დაიწყო.
 
ქაშვეთის ტაძარის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე - მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობელი ხარების სცენიდან. ამ სცენების დასრულების შემდგომ ტაძრის მოხატვა შეჩერდა და გუდიაშვილს ცენზურის დაგვიანებული რეაქცია მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. 1948 წელს იგი ფორმალიზმში ბრალდებით სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს და მხატვართა კავშირის წევრობა შეუჩერეს.
 
ქაშვეთის ტაძრის მხატვრობა გუდიაშვილის შემოქმედებითი ნატურის თავისებური მახასიათებლების კიდევ ერთი გამოვლინებაა. ეს ფრესკები თავისუფალია როგორც სოცრეალისტურ მხატვრობაში დაკანონებული კლიშეების, ისე შუა საუკუნეების სატაძრო მხატვრობაში დაკანონებული სქემებისგან. ამ შემთხვევაშიც, ყოველგვარ იდეოლოგიურ შეზღუდვას, გუდიაშვილის შემოქმედებითი თავისუფლება სძლევს.
 
1940-იან წლებშივე ქმნის მხატვარი მკვეთრი თემატიკით და სოციალური კრიტიკით გაჯერებულ სატირული გრაფიკის სერიას. ეს გუდიაშვილის კიდევ ერთი პასუხია არსებულ რეალობაზე, რომელიც მისთვის ორგანულად მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა მხატვრებისთვის, ლადო გუდიაშვილი ორიენტირად და საუკეთესო მეგობრად იქცა, ხოლო 1957 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული მისი პერსონალური გამოფენა-საბჭოთა რეალობისთვის უცხო სამხატვრო პროტესტის მიზეზად. ეს საინტერესო ფაქტი 1957 წლის 14 მაისს მოხდა. ამ დღეს, სურათების გალერეაში (დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნული გალერეა) ლადო გუდიაშვილის რეტროსპექტული გამოფენის გახსნა იყო დაგეგმილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 800-მდე ნამუშევარი, დაწყებული ადრეული პერიოდიდან, ბოლოს შესრულებული ნამუშევრების ჩათვლით. გახსნის წინა საღამოს, უკვე მომზადებული ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, ცენზურამ გამოფენის გახსნა არამიზანშეწონილად ჩათვალა და მისი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებამ აკრძალვის სესახებ არაფერი იცოდა, ამიტომ მეორე დღეს, დათქმულ საათზე, გალერეის წინ, დამთვალიერებელმა მოიყარა თავი. როდესაც შეკრებილი ხალხისთვის ცნობილი გახდა, რომ გალერეის კარი არ გაიღებოდა, ახალგაზრდა მხატვრების ინიციატივით, ადამიანებმა ძალით გააღეს დაკეტილი კარი და დარბაზებში შევიდნენ. როგორც თვითმხილველები იგონებენ, გამოფენას უდიდესი ეფექტი ჰქონდა. გუდიაშვილის შემოქმედება გახდა მაგალითი, რომ ჩაკეტილ, ტოტალიტარულ გარემოშიც შესაძლებელია დარჩე მხატვრად და შეინარჩუნო მხატვრული სამყარო. ეს გამოფენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული 50-იანი წლების მიწურულს ასპარეზზე გამოსული ქართველი ახალგაზრდა მხატვრებისთვის, რომელთაც პოსტსტალინური ლიბერალიზაციის ეტაპს დაუდეს საფუძველი.
 
50-ანი წლების მეორე ნახევრიდან ხელოვნებაზე ტოტალური კონტროლის მსუბუქი შესუსტება პოზიტიურად ისახება ქართულ მხატვრობაზე. 60-იან-70-იან წლებში გუდიაშვილის მხატვრობაში ფერწერულობას ისევ ხაზობრივი საწყისის დომინირება სცვლის. პირველი პერიოდის მძაფრი ექსპრესიულობისგან განსხვავებით, მისი ნახატი მეტ დენადობას, მუსიკალურობას და მოქნილობას იძენს. „ქალი წითელი ხელთათმანებით“ (1964), „მარჩიელი ქალი“ (1969), „ანანო ყვავილებით“ (1974). მხატვრის ფანტაზია კიდევ მეტი თავისუფლებით სუნთქავს, თანამედროვე ადამიანებისგან მიღებული ინსპირაციებით დროსა და სივრცეში მოგზაურობს და მასთან ერთად მისი სახეებიც ფანტასტიკურ სამყაროში იძენენ მხატვრულ სიცოცხლეს.
 
ცალკე თავია გუდიაშვილის შემოქმედებაში წიგნის ილუსტრაცია და თეატრის მხატვრობა. ორივე მიმართულებით იგი შემოქმედების ყველა ეტაპზე მუშაობს. წიგნის გრაფიკიდან განსაკუთრებით საინტერესოა „ვეფხისტყაოსანი“ (რომელზეც მხატვარმა 1931 წლიდან - 1966 წლის ჩათვლით არაერთხელ იმუშავა) „სიბრძნე-სიცრუისა“(1958), ,,ბალავარიანის“(1962) ილუსტრაციები.
 
ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის 7 ათწლეულის განმავლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქ''''''მუქი ტექსტი'''როს ფონდის კუთვნილებაა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.''''''
 
== ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი ==