სიმსივნე: განსხვავება გადახედვებს შორის
→სიმსივნე ცხოველებში
მ (→სიმსივნის დიაგნოსტიკა: clean up, replaced: ვერიფიკაცია → შემოწმება using AWB) |
|||
მაგალითად, კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს; კანის, ტუჩის, საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ მეთოდს; ლევკოზის, ქორიონეპითელოზის დროს - ქიმიოთერაპიულ მეთოდს; სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს სამივე ამ მეთოდის კომბინაციას და ასე შემდეგ.
== სიმსივნე ცხოველებში ==
ცხოველებში სიმსივნე ფართოდაა გავრცელებული. დაავადების სიხშირე ცხოველის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ავადდება ყველა სახეობის ცხოველი, განსაკუთრებით ძაღლი და ქათამი. დიაგნოზს ადგენენ დაავადებული ცხოველის კლინიკური ნიშნებითა და გამოკვლევის შედეგად.
== სიმსივნე მცენარეებში ==
მცენარეებში სიმსივნე შეიძლება გამოიწვიოს სოკოებმა, ბაქტერიებმა, ვირუსებმა, მწერებმა, ნემატოდებმა აგრეთვე დაბალი ტემპერატურის მოქმედებამ. უმრავლესად ავადდება ფესვი, ძირხვენები, გორგლები, ღეროები, შედარებით იშვიათად ფოთლები. ბრძოლის ღონისძიებები მიმართულია სიმსივნის გამომწვევი მიზეზის სალიკვიდაციოდ.
|