ბოსნიის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ოპერაცია ვეფხვი 94: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 109:
გარდა აბდიჩისა, დასავლეთ ბოსნიაში იყო ბოსნიის რესპუბლიკის არმიის მეხუთე კორპუსი [[ატიფ დუდაკოვიჩი]]ს ხელმძღვანელობით. თუმცა ისინი სრულიად გარშემორტყმული იყვნენ [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]], [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|სერბული კრაინისა]] და მათი მოკავშირე აბდიჩის ძალებით, 1994 წლის ზაფხულისთვის დუდაკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო აბდიჩის მოშორებისა.<br />
ოპერაცია გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან აბდიჩი შეუფერხებლად იღებდა იარაღსა და საბრძოლო მასალას სერბებისგან, ხოლო რესპუბლიკის არმია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში იყო. აბდიჩის მომხრეებმა მეხუთე კორპუსი ქალაქ პეჩიგრადთან შეაჩერეს.<br />
აბდიჩის ძალების განადგურების გეგმა შეიმუშავეს დუდაკოვიჩმა და ჰამდია აბდიჩმა, მეხუთე კორპუსში შემავალი 502–ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა. ჰამდია აბდიჩი საიდუმლოდ წარსდგაწარდგა ფიქრეთ აბდიჩთან და უთხრა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობით, ის და მისი ბრიგადა შიმშილობდნენ, გამარჯვების იმედი კი არ ჩანდა. ჰამდიას თქმით, მასაც სურდა თავისი მოგვარის მსგავსად, კარგად ეცხოვრა. ფიქრეთი ეჭვობდა, მაგრამ დაუჯერა ჰამდოს და გადასცა ფული იარაღისთვის, რომლითაც მას დუდაკოვიჩის წინააღმდეგ ბიჰაჩში ამბოხება უნდა დაეწყო, ხოლო ამბოხების დაწყებისთანავე თავისი არმიით დახმარებას დაჰპირდა. [[7 ივლისი|7 ივლისს]] ჰამდო ბიჰაჩში დაბრუნდა და დუდაკოვიჩს ყველაფერი შეატყობინა. დუდაკოვიჩმა ყველა გაეროს წარმომადგენელი და დამკვირვებელი ბაზაზე გამოკეტა, ვითომდა მათივე უსაფრთხოების მიზეზით. მეხუთე კორპუსის მეომრებს კი უბრძანა, ჰაერში სროლა დაეწყოთ და წინასწარ მომზადებული საბურავები დაეწვათ, რაც ამბოხების იმიტაციას შექმნიდა. აბდიჩი და მისი სერბი მხარდამჭერები, რომლებმაც დაინახეს კვამლის ბოლქვები და გაიგეს სროლა, უსმენდნენ გაეროს წარმომადგენლების ხმას, რომლებიც რადიოთი ითხოვდნენ გაყვანას, ასევე გადმოსცემდნენ რომ ესმოდათ ბრძოლების ხმა მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ ჰქონდათ, დარწმუნდნენ რომ დუდაკოვიჩის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო ამბოხება. ფიქრეთ აბდიჩმა სერბების არტილერიის დახმარებით წამოიწყო კონტრშეტევა, ხოლო სერბებმა სატვირთო მანქანებით გაგზავნეს იარაღი და ტყვია–წამალი "აჯანყებულების" დასახმარებლად, მაგრამ რეალურად სატვირთო მანქანები ტვირთიანად დუდაკოვიჩის ხელში ჩავარდა. სერბი კონტრდაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ტვირთს აცილებდნენ, დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს. <br />
[[10 ივლისი|10 ივლისს]] დუდაკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა საქმის რეალური ვითარება. სერბებმა დახმარების გარეშე დატოვეს აბდიჩი, რომლის არმიამაც ვერ შეძლო მეხუთე კორპუსის შეკავება და [[1994]] წლის [[21 აგვისტო]]ს მეხუთე კორპუსმა დაიკავა ველიკა კლადუშა.<ref>http://www.e-novine.com/feljton/33857-Tigar-Sloboda.html</ref><ref>{{cite book | last = Anthony Loyd |title = My War Gone By, I Miss It So| date = February 1, 2001| isbn= 0-14-029854-1}}</ref>
===კუპრესი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსნიის_ომი“-დან