მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 605:
== სიმბოლიკა ==
[[ფაილი:Manchester United Badge 1960s.png|right|thumb|„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლოგო 1960-იან წლებში.]]
მე-19 და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, კლუბები იშვიათად გამოსახავდნენ საკუთარ ლოგოს მაისურებზე. ეს მხოლოდ ფინალურ მატჩებში ხდებოდა, მაგალითად ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1909 წლის ფინალში მაისურზე ლანკანშირის სიმბოლო – წითელი ვარდი გამოსახა.<ref>{{cite news|title=Background|url=http://www.historicalkits.co.uk/Manchester_United/Manchester_United.htm|work=historicalkits.co.uk|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref> თითქმის 40 წლის შემდეგ, 1948 წლის ფინალში, კლუბი ქალაქ მანჩესტერის ემბლემით წარსდგაწარდგა.
 
1960-იან წლებში კლუბის ოფიციალურ დოკუმენტებში ახალი ემბლემა გამოჩნდა. მისი დიზაინი ასევე მანჩესტერის გერბის მიხედვით შეიქმნა. ემბლემაზე სამი ხაზი მიუთითებდა მანჩესტერის სამ მდინარეზე: მედლოკზე, ირველზე და ირკზე. ლოგოს ზედა ნაწილში გამოსახული გემი ქალაქის მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციაზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო ლოგოს გვერდებზე კი გამოსახული იყო წითელი ვარდები.
ხაზი 654:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრადიციულ მეტოქეებად ითვლებოდნენ [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]], „[[მანჩესტერ სიტი]]“ და [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიდზ იუნაიტედი“]], თუმცა მოგვიანებით მათ ლონდონის [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]] დაემატა.
 
ქალაქ [[ლივერპული]]ს და [[მანჩესტერი]]ს დაპირისპირება [[ინდუსტრიული რევოლუცია|ინდუსტრიული რევოლუციიდან]] იწყება. ერთმანეთის მახლობლად მდებარე ორი დიდი ინდუსტრიული ქალაქი ყველა სფეროში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, შესაბამისად ეს დაპირისპირება ფეხბურთსაც შეეხო.<ref>{{cite news|title=Scouse v Manc|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/magazine/6956608.stm|work=bbc.co.uk|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref> ამავდროულად „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, შესაბამისად ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ამ მატჩებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
 
ქალაქ [[ლიდზი]]ს და მანჩესტერის დაპირისპირება დაკავშირებულია [[ვარდების ომი|ვარდების ომთან]], როდესაც [[ლანკასტერები]]ს და [[იორკები]]ს სამეფო დინასტიები ომობდნენ ერთმანეთში, მანჩესტერი და ლიდზი კი შესაბამისად ლანკანშირის და იორკშირის ცენტრები იყო. „ლიდზ იუნაიტედს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის კი ურთიერთობები განსაკუთრებით 1960-იან წლებში დაიძაბა, როდესაც ორივე გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მატჩების განმავლობაში ხშირი იყო გადამეტებული უხეშობა, ასევე ჩხუბი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის.
 
„არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქე 90-იანი წლების ბოლოს გახდა, როდესაც ლონდონური კლუბის მწვრთნელად [[არსენ ვენგერი]] დაინიშნა. ფრანგი მწვრთნელის და ალექს ფერგიუსონის როგორც პიროვნული, ასევე მათი გუნდების დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც ეს ორი გუნდი პრემიერლიგის და ინგლისის თასების უმთავრესი ფავორიტი იყო.<ref>{{cite news|title=Rivalry between Arsène Wenger and Sir Alex Ferguson unmatched in sport|url=https://www.theguardian.com/football/blog/2010/jan/31/sir-alex-ferguson-arsene-wenger-rivalry|work=theguardian.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>