მარიამ ღვთისმშობელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 13:
 
[[ფაილი:დაშრიტე მწუხარება ჩემი.jpg|thumb|250px|დაშრიტე მწუხარება ჩემი]]
დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა.“ სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: „შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი.“ იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა [[ბუდე]], რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: „უბედური მხოლოდ მე ვარ―მოთქვამდა იგი―ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!“ უცებ მის წინაშე ღვთის [[ანგელოზი]] წარსდგაწარდგა და უთხრა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.“ ანგელოზმა დაავალა ანას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს.“ ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: „უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე.“ იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.
 
== მარიამის შობა ==