დიონისე არეოპაგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 25 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q310686
→‎top: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 4:
წმიდა დიონისე არეოპაგელი მოღვაწეობდა ათენში. მას მიღებული ჰქონდა კლასიკური ელინური განათლება; [[ეგვიპტე]]ში, ქ. ილიოპოლში სწავლობდა [[ასტრონომია]]ს. საბრეძნეთში დაბრუნების შემდეგ ათენის უზენაესი [[სასამართლო]]ს [[მოსამართლე]]დ აირჩიეს. დიონისე იმ დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში. ახ.წ. 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო [[ქრისტე]]ს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: ''„ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”''.
 
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც არეოპაგის სამსჯავროზე წარსდგაწარდგა [[პავლე მოციქული|წმ. პავლე]], დიონისემ ყურადღებით მოისმინა ქრისტიანული სწავლება და შემდგომში, დაემოწაფა კიდეც მოციქულს. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი წმ. პავლეს ხელდასხმით [[ათენი]]ს ეპისკოპოსად დაინიშნა.
 
დიონისე არეოპაგელი [[მარიამ ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან [[იერუსალიმი|იერუსალიმში]]. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოცუქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა:
{{ციტირება|„ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე.” |||წმ. დიონისე არეოპაგელი}}
 
ახ.წ. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში [[მარიამ ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] დაკრძალვას დაესწრო.
 
წმ. პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – [[გერმანია]]სა და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. [[გალია]]ში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო [[ლიტურგია]] აღასრულა უფლის [[ანგელოზი|ანგელოზებთან]] ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.