ოტო ნოირათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: სისრულეში მოყავს → ასრულებს using AWB
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
ოტო ნოირათის მამა ვილჰელმ ნოირათი თავის დროზე ცნობილი პოლიტეკონომისტი იყო. ოტო ნოირატი სწავლობდა მათემატიკას ვენაში და [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტის]] პოლიტოლოგიისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე მიიღო [[ფილოსოფიის დოქტორი|ფილოსოფიის დოქტორის]] ხარისხი. 1907 წელს იქორწინა ანა შეპირზე, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობის დროს 1911 წელს, რის შემდეგაც იგი მეორეჯერ დაოჯახდა. მისი მეუღლე გახდა მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ოლგა ჰან-ნოირათი, რომელიც მანამდე მისი ახლო მეგობარი იყო. შესაძლოა, რომ ოლგას უსინათლობის, ნაწილობრივ კი ომის დაწყების გამო, ოტოს შვილი, მომავალი სოციოლოგი პოლ ნოირატი, მიაბარეს ბავშვთა სახლში, ვენის გარეუბანში, სადაც ნოირათის დედა ცხოვრობდა.
 
ომის დაწყებამდე ნოირათი ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიას ვენის ახალ სავაჭრო კოლეჯში (Neue Wiener Handelsakademie). შემდგომში იგი გახდა ლაიპციგის სამხედრო დროის ეკონომიკის გერმანული მუზეუმის (Deutsches Kriegwirtschaftsmuseum) დირექტორი (შემდგომში - ეკონომიკის გერმანული მუზეუმი - Deutsches Wirtschaftmuseum). ნოირათი გახდა [[გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი და [[1918]]-[[1919]] წლებში მიუნხენში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური დაგეგმვის ცენტრალურ სამსახურს. ბავარიის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ნოირათი ციხეში მოხვდა, მაგრამ ავსტრიის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა და ავსტრიაში დაბრუნდა. ციხეში ყოფნის დროს მან შექმნა ნაშრომი „ანტი-შპენგლერი“, რომელიც [[ოსვალდ შპენგლერი|ოსვალდ შპენგლერის]] წიგნის „[[ევროპის დაისი|ევროპის დაისის]]“ კრიტიკას ეძღვნებოდა.
 
ვენაში ნოირათი საბინაო მშენებლობისა და მცირე მებაღეობის (Verband für Siedlungs-und Kleingartenwesen) ავსტრიული ასოციაციის მდივანის თანამდებობას იკავებს — ამ ურთიერთდახმარების ჯგუფთა გაერთიანების მიზანი იყო მათი წევრების უზრუნველყოფა საცხოვრებლითა და საბაღო ნაკვეთებით. [[1923]] წელს ნოირატი ხდება საცხოვრებელი ბინის ახალი მუზეუმისა და საქალაქო დაგეგმვის დირექტორი ([[Siedlungsmuseum |Siedlungsmuseum]]). [[1925]] წელს ნოირატი აფუძნებს Gesellschafts-und Wirtschaftsmuseum ანუ „სოციალურ-ეკონომიკურ მუზეუმს“, სადაც იგი ამუშავებს [[გრაფიკული დიზაინი|გრაფიკული დიზაინისა]] და ვიზუალური განათლების საკითხებს. მასთან თანანშრომლობენ ილუსტრატორი ჰერდ არნტცი და მარი რაიდემაისტერი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე (მარი ნოირათი) ხდება. მათთან ერთად იგი ქმნის პიქტოგრამების სისტემას [[Isotype]], რომელიც წარმოადგენდა რაოდენობრივი ინფორმაციის სიმბოლური წარმოდგენის ხერხს ადვილად ინტერპრეტირებადი გამოსახულებების მეშვეობით.
 
ამავდროულად 1920-იან წლებში ნოირატი ლოგიკური პოზიტივიზმის გულმხურვალე მხარდამჭერი ხდება. იგი იყო ვენის წრის მანიფესტის მთავარი ავტორი. ის იყო სულისჩამდგმელი მოძრაობისა მეცნიერების ერთიანობისათვის და აგრეთვე „უნიფიცირებული მეცნიერების საერთაშორისო ენციკლოპედიისა“. პარალელურად 1930-იან წლებში მან დაიწყო Isotype-ს, როგორც გამოსახულებათა საერთაშორისო ენის გამოყენების პროპაგანდა, უთავსებდა რა მას მოძრაობას უფროსებისთვის ახალი და ხელოვნური ენების სწავლებისათვის, თუმც კი ხაზს უსვამდა საჯარო განხილვებსა და მიმოწერაში, რომ Isotype-s დანიშნულება არ გულისხმობს ავტონომიურ ენად ყოფნას და რომ მას გამოყენების შეზღუდული სფერო აქვს.
 
[[ანშლუსი|ანშლუსის]] შემდეგ ავსტრიაში მარქსისტებისთვის ადგილი აღარ იყო. ნოირატი ებრაული ფესვების მქონე სოციალისტი იყო და აგრეთვე [[წითელი ვენა|წითელი ვენის]] შემქნელთა აქტიური მონაწილე. იგი არალეგალურად გადავიდა ჰოლანდიაში, სადაც ჰააგაში Mundaneum მუზეუმთან დააარსა მეცნიერების ერთიანობის ინსტიტუტი. ნაცისტების მიერ როტერდამის დაბომბვის შემდეგ გარდაიცვალა ოლგა. ნოირატმა მარი რაიდემაისტერთან ერთად ღია ნავში სხვა დევნილებთან ერთად ლა-მანში გადაჭრა და ინგლისს შეაფარა თავი. კუნძულ მენზე ინტერნირების პერიოდის შემდეგ (ნოირატი იმყოფებოდა ბანაკ Onchan-ში) იგი და მარი დაქორწინდნენ. ინგლისში მან მარისთან ერთად ოქსფორდში დააფუძნა Isotype-ინსტიტუტი და გახდა ვულვერჰემპტონის მახლობლად მდებარე ბილსტონის, უღატაკესი დასახლების, დაგეგმილი გარდაქმნის Isotype-დიაგრამების კონსულტანტ-დამმუშავებელი. ნოირატი მოულოდნელად გარდაიცვალა [[1945]] წლის დეკემბერში. მისი გარდაცვალების შემდეგ მარი ნოირატი აგრძელებს Isotype-ინსტიტუტის მოღვაწეობას, გამოსცემს რა ნოირატის წერილებს და სისრულეში მოყავსასრულებს მის მიერ დაწყებული პროექტები.
 
== შრომები ==
ხაზი 32:
 
{{DEFAULTSORT:ნოირათი, ოტო}}
 
[[კატეგორია:ავსტრიელი ეკონომისტები]]
[[კატეგორია:ვენის წრე]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ნოირათი“-დან