მდივანბეგთა სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: სისრულეში მოყვანა → შესრულება using AWB
ხაზი 1:
'''მდივანბეგთა სასამართლო''' გვიანფეოდალური საქართველოს [[სასამართლო|სასამართლო]] დაწესებულებას წარმოადგენდა (''„დივან“'' {{lang-fa|}} წარმოშობის სიტყვაა და სახელმწიფო კრებას, კანცელარიას, დაწესებულებას ნიშნავს. აქედან წარმოდგა მდივანბეგისა და მდივნის სახელწოდება)<ref name="ReferenceA">ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 404</ref>. სასამართლო დაწესებულებას ასევე ''„სამდივნო სახლი“'' ეწოდებოდა. გვიანფეოდალური საქართველოს სამეფო-სამთავროებში სასამართლო ორგანიზაციის ძირითადი, სპეციალიზირებული დაწესებულება იყო ცენტრალური ხელისუფლების მდივანბეგთა სასამართლო. [[მართლმსაჯულება|მართლმსაჯულებას]] მაშინდელ [[საქართველო|საქართველოში]] სხვა პირებიც ასრულებდნენ, მათ შორის, სახელისუფლებო და მმართველობითი ფუნქციების მატარებელნიც, თუმცა მთავარ ფიგურად მაინც [[მდივანბეგი]] გვევლინება. იგი მხოლოდ სასამართლო ფუნქციებით იყო აღჭურვილი.
 
==შემადგენლობა==
მდივანბეგის სასამართლო კოლეგიალურია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] კანონების მიხედვით, მდივანბეგი ეწოდებოდა სასამართლოს უფროსს, რომელიც უფროსი მოსამართლე იყო<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 404<name="ReferenceA"/ref>. სასამართლოს შემადგენლობა ზუსტად არ იყო განსაზღვრული, თუმცა, სავარაუდოდ, სამ კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მდივანბეგის სასამართლოში შედიოდნენ<ref>ვ. გაბაშვილი, დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, ენიმკის „მოამბე“, XIII, 1943, გვ 184.</ref>:
# '''მდივანბეგი''' — უფროსი მოსამართლე;
# '''მსაჯულები,''' ანუ მოსამართლეები;
# '''მდივანი,''' რომლის ფუნქციას შეადგენდა სასამართლოში მონაწილე ორივე მხარის ჩვენების ჩაწერა, აგრეთვე [[სამართლის წიგნი|სამართლის წიგნის]] იმ მუხლების წაკითხვა, რომლებიც განსახილველ საქმეს ეხებოდნენ;
# '''ისაულნი,''' რომლებიც იყოფოდნენ ორ ჯგუფად: ა) '''„მართლის მთქმელნი უქრთამო ისაულნი“''' — მათ ევალებოდათ საგამოძიებო ფუნქციის შესრულება; ბ) '''„გაწყრომისა და დაჭერის ისაულნი“,''' რომელთაც ევალებოდათ დამნაშავეთა შეპყრობა და განაჩენის სისრულეში მოყვანაშესრულება.
 
==კომპეტენცია==