ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: სისრულეში იქნა მოყვანილი → შესრულდა using AWB
ხაზი 28:
}}
 
'''ევგენ (გენო) ღვალაძე''' (დ. [[13 მაისი]], [[1900]], [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერი]], [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[15 ოქტომბერი]], [[1937]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო|საქართველოს]] [[1921]]-[[1937]] წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) „თეთრი გიორგის ჯვრის" კავალერი ([[1921]], თებერვალი).
 
==ბიოგრაფია==
ხაზი 48:
ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ევგენ ღვალაძე [[თბილისი|თბილისში]] დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1922]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]] იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური "საგანგებო კომისიის " (ე.წ. „ჩეკა“) მიერ. თვენახევრის მანძილზე იგი იმყოფებოდა მეტეხის ციხეში და ხსენებულ აქციაზე დაპატიმრებულ სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნა გათავისუფლებული მეტეხის ციხესთან მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგების შედეგად. [[1922]] წლის [[26 მაისი|26 მაისის]] მანიფესტაცია იყო პირველი მნიშვნელოვანი ანტისაბჭოთა აქცია, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
 
[[1922]] წლის სექტემბრიდან [[1924]] წლის [[29 აგვისტო|29 აგვისტოს]] ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]) რწმუნებული [[კახეთი|კახეთის]] მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ [[ჩოლოყაშვილი, ქაქუცა|ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის]] „შეფიცულთა რაზმთან“. იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს "ჩეკა"-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა [[1925]] წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა ([[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[ნუცუბიძე, შალვა|შალვა ნუცუბიძე]] და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდიას]], ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.
 
[[1924]] წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია: ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“. [[1925]] წლიდან "თეთრი გიორგი"-ს ლიდერები იყვნენ გენერალი [[ლეო კერესელიძე]] და პროფესორი [[მიხეილ წერეთელი]]. [[1926]] წლიდან [[1937]] წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო ამ ორგანიზაციის წევრი და საქართველოში მისი პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.
ხაზი 56:
[[1935]] წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი [[წერეთელი, ალექსანდრე|ალექსანდრე წერეთელი]]. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. [[გორი|გორში]] გადავიდა. [[1935]]-[[1937]] წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.
 
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა [[1916]]-[[1926]] წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით („გ.“, „გენო“ და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. იყო საქართველოს აკადემიურ მწერალთა ასოციაციის წევრი. მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ "რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია).
 
[[1937]] წლის [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]] იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს "შინსახკომის" ე.წ. "დიდმა სამეულმა" მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილიშესრულდა იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
 
===სიკდვილის შემდგომ===
ხაზი 81:
* ''ლ. ბიწაძე.'' არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 179-180.
* ღვაწლის დაფასება (ჭიათურის მუნიციპალური საკრებულოს განკარგულება N 39 ქ. ჭიათურაში საბჭოს ქუჩისათვის ევგენ (გენო) ღვალაძის სახელის მინიჭების შესახებ).- გაზ. "ჭიათურა", 20 ნოემბერი 2009 წ., N 12 (13349), გვ. 5.
* ''ლევან ზ. ურუშაძე.'' სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაფერფლილი სიცოცხლე. – გაზ. "ქართული უნივერსიტეტი", თბილისი, NN 65–66, 2010.
 
{{DEFAULTSORT:ღვალაძე, ევგენ}}
ხაზი 91:
[[კატეგორია:რეპრესირებულები]]
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
[[კატეგორია:დაბადებული 1900]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]
[[კატეგორია:ჭიათურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან