ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎სამშენებლო პროექტები: clean up, replaced: წესრიგში მოიყვანა → მოაწესრიგა using AWB
(→‎სამშენებლო პროექტები: clean up, replaced: წესრიგში მოიყვანა → მოაწესრიგა using AWB)
 
[[File:Vienne-RomanTemple2.JPG|thumb|ავგუსტუსისა და ლივიას ტაძარი ვიენში, საფრანგეთი. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო.]]
[[ძვ. წ. 12]] წელს, აგრიპას გარდაცვალების შემდეგ, საჭირო გახდა გამოსავლის მოძებნა რომის წყლით მომარაგების სისტემის შესანარჩუნებლად, რადგანაც ედილის თანამდებობაზე ყოფნისას მასზე ზედამხედველობა აგრიპას ეკისრებოდა, ეს უკანასკნელი კი, როგორც კერძო მოქალაქე, მას საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.<ref name="eck 79">Eck (2003), 79.</ref> ამ წელს ავგუსტუსმა წესრიგში მოიყვანამოაწესრიგა სისტემა, სენატმა კი თავისი სამი წევრი წყალმომარაგების უმაღლეს ზედამხედველებად დანიშნა. მათ მოვალეობაში შედიოდა, აგრეთვე, რომის აკვედუკებზე ზრუნვაც, რათა ისინი მწობრიდან არ გამოსულიყვნენ.<ref name="eck 79" />
 
ავგუსტუსის მმართველობის ბოლო პერიოდში, შეიქმნა ხუთი სენატორისაგან შემდგარი კომისია, რომლის წევრებსაც საჯარო ქონების ზედამხედველებს უწოდებდნენ. მათ ევალებოდათ საჯარო შენობებისა და სახელმწიფო კულტის ტაძრების დაცვა.<ref name="eck 79" /> ავგუსტუსმა შექმნა გზების ზედამხედველ სენატორთა ჯგუფი, რომელთაც გზების მოვლა ევალებოდათ. სენატორთა ეს კომისია ადგილობრივ მოხელეებსა და კონტრაქტორებთან ერთად მუშაობდა გზების რეგულარული შეკეთების ორგანიზებაზე.<ref name="eck 81">Eck (2003), 81.</ref>