სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''სვანეთის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან — 1858 წლამდე. სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის ([[მდინარე]] [[ენგური]]ს ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. [[ბალის ქედი]]დან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა [[ბეჩო (თემი)|ბეჩოს]], ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან.
 
სვანეთის საერისთავო აფხაზთა სამეფოს ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონს ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის,რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა.საფიქრებელია მნიშვნელოვანია,რომსვანეთის რომ სვანეთის საერისთავოს ,,აფხაზთა„აფხაზთა სამეფიში“ მარუშიანთა საგვარეულო განაგებდა.
მარუშიანები უდიდეს როლს თამაშობდნენ ,,აფხაზთა სამეფოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში.ამ საგვარეულოდან უნდა იყოს 864 წელს ჯავახეთში კუმურდოს ტაძრის სამშენებლი წარწერაში მოხსენიებული ძვიად ერისთავი.იგი წარწერის მიხედვით,აფხაზთა მეფის ერისთავია ჯავახეთში.
 
მარუშიანები უდიდეს როლს თამაშობდნენ ,,აფხაზთა„აფხაზთა სამეფოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საგვარეულოდან უნდა იყოს 864 წელს ჯავახეთში კუმურდოს ტაძრის სამშენებლისამშენებელ წარწერაში მოხსენიებული ძვიად ერისთავი. იგი წარწერის მიხედვით, აფხაზთა მეფის ერისთავია ჯავახეთში.
 
სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500–10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.
 
სვანეთის სამთავროს შექმნისათვის ბრძოლა დაიწყო [[დადიშქელიანები]]ს ფუთასა და დიდი ოთარის დროს, რომელთა მემკვიდრეებმა სორთმანმა, როსტომმა, თენგიზმა და სხვებმა ბრძოლა გაუმართეს მეტოქე [[რიჩგვიანები|რიჩგვიანთა]] საგვარეულოს, რაც ამ უკანასკნელთა სრული გადაშენებით დასრულდა. მთავრის — ბაბა ციოყის — მემკვიდრეები: მოსოსტრი, ციოყი, თათარყანი და სხვები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისათვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში მათი გვარეულობა და სამთავრო ორად გაიყო: დადიშქელიანთა უფროსი შტო ჩუბეხევს (სამეგრელო მოსაზღვრე ტერიტორია) დაეუფლა, ხოლო უმცროსი — ეცერის, ცხუმარისა და ბეჩო-ლეჩყანის თემებს. ორივე შტოს მეთაურები ერთპიროვნულ ბატონობას, სამთავროსა და მთელი სვანეთს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. 1833 წელს დადიშქელიანებმა მეფის რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, რაც ზოგჯერ მოქიშპე თავადთა და მშრომელი მოსახლეობის აწიოკებით მთავრდებოდა. დაპირისპირებულ დადიშქელიანთა საქმეებში ხშირად [[დადიანები]] და მეფის მოხელეებიც ერეოდნენ. ყოველმხრივ შევიწროებული ჩუბეხევის დადიშქელიანები ბრძოლას განაგრძობდნენ. [[ 1857 ]] წელს კონსტანტინემ (მურზაყანი) მოკლა [[ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი]]. კონსტანტინე საველე სასამართლოს გადაწყვეტილევით დახვრიტეს და მისი ოჯახის წევრები მალე რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. ამის შემდეგ მცირე ხანში სვანეთის სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა, გადასახლებას გადარჩენილი [[დადეშქელიანები]] კი, როგორც კერძო პირები, სვანეთში მემამულეებად დარჩნენ.
 
==ლიტერატურა==