პოლ გოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 46.49.53.161 ცვლილებების გაუქმება (№3387988)
ხაზი 9:
გოგენი შემდეგში გამუდმებით ამაყობდა თურმე თავისი სახელოვანი წინაპრებით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ,,ველური წარმოშობის" ადამიანად სახავდნენ ხოლმე ზოგიერთები, ჰყვარებია გახსენება იმისა, რომ მის ესპანელ პოლკოვნიკ პაპას (დედის მხრიდან), სიმამაცით განთქმულ დონ არიანო ტრისტან და მორკოზოს ცოლად ჰყავდა პერუს ლეგენდარული ვიცე-მეფის ულამაზესი ძმისწული, ხოლო მათი ქალიშვილი-გამოჩენილი სენ-სიმონისტი, დემოკრატიისა და ქალთა ემანსიპაციის მგზნებარე დამცველი ფლორა ტრისტანი, 16 წლისა დაქორწინებულა პარიზში ღვინით მოვაჭრე მდიდარ ბორდოელ შაზალეზე. ბევრ დროს არ გაუვლია, რომ ფლორამ შაზალესთან უშინაარსო მდიდრულ ცხოვრებას თავისი საინტერსო სამწერლო მოღვაწეობა ამჯობინა. ხოლო ხელი რომ არ შეშლოდა ამ მიზნის უკეთ განხორციელებაში, ოჯახი სამუდამოდ მიატოვა (უთუოდ ეს ის ,,გენი" იყო, რომელიც გოგენს თურმე იმ საამაყო ბებიასთან არა მარტო გარეგნულად, არამედ საქციელითაც ამსგავსებდა).</span>
 
გაცილებით მყარი აღმოჩნდა ოჯახის შექმნის საკითხში ფლორას ქალიშვილი ალინა, რომელმაც სიყვარულით დაუკავშირა თავისი ბედი იმხანად საუკეთესო რეპუტაციის მქონე ლიბერალ ჟურნალისტს, ცნობილი გაზეთის ,,სოციალისტის" პოლიტიკურ რედაქტორს კლოვის გოგენს და მასთან შვილებიც შეეძინა: 1847 წ. გოგონა - ფერნარდა მარსელინა მარი, ერთი წლის შემდეგ კი - ვაჟი - პოლი. შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კლოვისი იძულებული გამხდარა, საფრანგეთი მიეტოვებინა და პერუში გახიზნულიყო (მისი ვაჟი პოლი მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო), მაგრამ მოულოდნელად გზაში გარდაცვლილა - მას გული აწუხებდა - და უმამოდ დარჩენილი ოჯახი ერთხანს [[პერუ]]ს დედაქალაქ [[ლიმა]]ში ნათესავებს შეჰკედლებია, 1855 წ. კი ორლეანში გადმოსახლებულა.Es Informacia Crua Ar Gadaiwerot sinamdvileshi Dampal gogeni Hqviaaaaaaaaa
 
===ბავშვობა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_გოგენი“-დან