ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎რელიგია: clean up, replaced: იმპროვიზირ → იმპროვიზ using AWB
(clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB)
(→‎რელიგია: clean up, replaced: იმპროვიზირ → იმპროვიზ using AWB)
ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩრდილოეთის ველურ ირმებზე ნადირობა აისახებოდა ცეკვაში, რომლებითაც ჩუქჩების უძველესი წარმომადგენლები გავლენას ახდენდნენ მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე და ამით შუამდგომლობდნენ იმ კეთილმოსურნე სულებთან, რომლებიც „სახლობდნენ“ ამ ცხოველურ თუ მცენარეულ ფორმებში. ჩუქჩების ორივე ჯგუფში - ზღვისპირა და ტუნდრის მეირმე ჩუქჩებში - სახასიათო იყო ანიმისტური წარმოდგენები. ბუნებრივია, რომ ამ კულტის ბუნება წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სპეციალურ საცეკვაო რიტუალებით.
 
ეს ცეკვები ძირითადად შეიცავდა მოძრაობებს, რომლებიც საშინაოს საქმეების განსახიერებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მომთაბარე ხალხი თავიანთ რიტუალურ ცეკვებს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ასრულებდნენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისი აღინიშნებოდა. ასეთი იყო მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა. შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებულიიმპროვიზებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" />
 
== ცვლილებები რიტუალურსა და კონფესიურ სფეროებში [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ-სა]] და პოსტ-სსრკ პერიოდებში ==